გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გაბრიელ სიგუას პირველი საგოლე

გააზიარეთ

ცოტა არ იყოს მოულოდნელი, თუმცა ქართველი ქომაგებისთვის სასიამოვნო შედეგი დაფიქსირდა შვეიცარიის სუპერლიგის მერვე ტურში, რომელშიც ლოზანამ საკუთარ მოედანზე იანგ ბოიზს 5:0 მოუგო.

ჩვენთვის სასიხარულო კი ამ მატჩში ის გახლდათ, რომ მასპინძელთა რიგებში გაბრიელ სიგუა სასტარტო თერთმეტეულში იყო და საგოლე გადაცემაც მიითვალა. მატჩის საწყის წუთებში ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა მოხდენილი პასით თანაგუნდელი მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ დატოვა და მასაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.

ლოზანას მთავარმა მწვრთნელმა სიგუა რატომღაც შესვენებაზე შეცვალა. 20 წლის ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონში ეს პირველი საგოლე მოქმედება გახლდათ.

მომდევნო ტურში გაბრიელ სიგუას ლოზანა 19 ოქტომბერს სტუმრად ლუცერნს დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები