გამოგვიწერეთ

საქართველოს თასი

სამი მერვედფინალისტი გაირკვა, ერთი გადაიდო

გააზიარეთ

1 აგვისტოს საქართველოს დავით ყიფიანის თასზე ოთხი მერვედფინალური მატჩი უნდა გამართულიყო, მაგრამ სამტრედია-იბერიას მატჩი გადაიდო. სამი მატჩიდან სამივე ლოგიკური დასრულდა.

ქუთაისის ტორპედომ ზუგდიდის ოდიშს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. არადა, ანგარიში ოდიშმა უკვე მეორე წუთზე გახსნა. მასპინძლებს გოლი ყოფილმა ტორპედოელმა ოთარ კვერნაძემ გაუტანა; თუმცა, ტაიმი მაინც რიონისპირელებმა მოიგე: მე-20 წუთზე კომნენ ანდრიჩის გაათანაბრა, ხოლო 45-ე წუთზე ვირჯილ პინსონმა წინ გაიყვანა.

ანდრიჩი მატჩის საუკეთესო იყო: სერბმა მეორე ტაიმის პირველივე წუთზე დუბლი შეასრულა, შემდეგ კი ლუკა კუპრავამ გაიტანა და მატჩიც ასე მორჩა.

იმერულ დერბიში წყალტუბოს სამგურალმა ტყიბულის მეშახტეს 1:0 მოუგო. ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა. მასპინძლებს მეოთხედფინალის საგზური ირაკლი სირაძემ 113-ე წუთზე მოუტანა.

დამატებითი დრო დასჭირდა რუსთავ-სპაერის ჯახსაც. სტუმრები გიგა სამხარაძის გატანილი პენალტი მეექვსე წუთზევე დაწინაურდნენ. სპაერისთვის ცუდი დრო 31-ე წუთზე დადგა, როდესაც ორი ყვითელი ბარათით მოედნიდან თორნიკე ასკურავა გაუძევეს. ამით ისარგებლა რუსთავმა იუტა ნაკანოს გოლით პირველივე ტაიმში გაათანაბრა.

მიუხედავად იმისა რომ რუსთავი რიცხობრივ უმეტესობაში იმყოფებოდა, ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. სამაგიეროდ, სოლომონ კესიმ 102-ე წუთზე სპაერს გაუტანა და რუსთავი დააწინაურა. ამის შემდეგ რუსთაველებს ირაკლი იაკობიძე გაუძევეს, მაგრამ სპაერმა ვერ გაათანაბრა. მეტიც, კევინ სეიხასის გოლით მასპინძლებმა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდეს და 3:1 მოიგეს.

2 აგვისტოს ითამაშებენ: გარეჯი-გაგრა; გურია-დუშეთი; გორი-დილა; დინამო (ბთ)-თელავი.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს თასი