გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიორგი წიტაიშვილი: Vamos Rayo!

გააზიარეთ

20 აგვისტოს ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტური იწყება. საქმეში პირველები რაიო და ალავესი ჩაერთვებიან. დღესვე ველოდებით გიორგი წიტაიშვილის დებიუტს, რომელმაც მატჩის წინ ისაუბრა.

გიორგი წიტაიშვილი:

„ბავშვობაში ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებს თვალს ვადევნებდი. აქ ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდი ძალიან კარგი, ერთ მუშტად შეკრულია.  სულ ერთად ვართ, გასახდელშიც და მოედანზეც, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ და ყოველდღიურად ვურთიერთობთ.

გუნდს ყოველთვის გამარჯვება სურს, ჩემთვის მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად შევძლო ადაპტაცია. რა თქმა უნდა, მოგება მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხბურთში მხოლოდ გამარჯვებები არ არის. მოვიგებთ თუ არა, მაინც ყოველთვის ერთად ვიქნებით! Vamos Rayo!“

შეგახსენებთ, წიტაიშვილმა წინა სეზონი იჯარით ფრანგულ მეცში გატარა და 33 მატჩში სამი გოლი და ორი საგოლე პასი ჰქონდა.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები