გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

გორგოძემ და ბოლქვაძემ უიმბლდონზე მოიგეს

გააზიარეთ

უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ჩოგბურთელი გვყავდა და ორი შემოგვრჩა. ორივე ქალია…

ეკატერინე გორგოძემ ფავორიტად მიჩნეული ჩეხი ვენდულა ვალდმანოვა 6:2; 7:6 დაამარცხა.

პირველ სეტში ჩვენებურმა ბრეიკი ჯერ დასაწყისში აიღო, შემდეგ სეტის ბოლოს და მარტივად მოიგო. გორგოძემ მეორე სეტის მესამე გეიმშიც გაახერხა ბრეიკი, მაგრამ მალევე საკუთარი ჩაწოდებაც წააგო და ბედი ტაი ბრეიკს მიანდო, იქ კი, მარტივად მოიგო.

მარიამ ბოლქვაძის მეტოქე ავსტრიელი ჯულია გრაბერი იყო და ჩვენებურმა 6:4; 7:6 მოიგო. პირველ სეტში მარიამი ბრეიკით ორჯერ ჩამორჩა, მაგრამ ორივეჯერ გაათანაბრა, ბოლოს კი, მეტოქეს ჩაწოდება სულაც მესამედ აართვა და სეტიც წაიღო. დრამატულად განვითარდა მოვლენები მეორე სეტშიც: ჯერ მარიამი დაწინაურდა ბრეიკით, შემდეგ გრაბერის ზედიზედ ორი ბრეიკით წინ ავსტრიელი იყო, მაგრამ ბოლქვაძემ მყისიერად უპასუხა და სეტისა და პარტიის ბედი ტაი ბრეიკში გადაწყდა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორგოძის მეტოქე ფრანგი ლოლიტა ჟანჟანი იქნება, ბოლქვაძე კი, იაპონელ ჰაიუ კინოშიტას გაეჯიბრება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპს პირველივე წრეში დაემშვიდობა. ჩვენებური მსოფლიოს 185-ე ჩოგან შვედ ელიას იმერთან 6:2; 3:6; 6:7 დამარცხდა.

არადა, ბასილაშვილმა კარგად დაიწყო და პირველ სეტში მეტოქეს ორი ბრეიკი აართვა, რის მოგებაც აღარ გასჭირვებია; ბრეიკით დაიწყო ჩვენებურმა მეორე სეტიც, მაგრამ შემდეგ თავად ორი ჩაწოდება დათმო და სკანდინავიელს გათანაბრების საშუალება მისცა; მესამე სეტში პირველი ბრეიკი შვედმა გაახერხა, მაგრამ ნიკამ მალევე დაიბრუნა, რის შემდეგ საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა. იქ კი, იმერი უკეთ გაისარჯა და ძირითად ბადეში მოხვედრას სკანდინავიელი გააგრძელებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი