გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

გორი ზეიმობს – დილა სუპერთასის მფლობელია!

გააზიარეთ

გორის დილამ საქართველოს სუპერთასის ფინალში ისტორიული გამარჯვება იზეიმა და ტიტული პირველად მოიგო. დიეგო ლონგოს გუნდმა თბილისში გამართულ შეხვედრაში ეროვნულ ლიგა 2-ის წარმომადგენელი სპაერი 2:0 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში 86-ე წუთზე გაიხსნა – დილას ახალგაზრდა ბრაზილიელმა მცველმა, ჟოაო არაუჟომ, შოთა შეყილაძის გადაცემით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ თავად შეყილაძე ამ ეპიზოდში დაშავდა და მოედანი იძულებით დატოვა.

საფინალო წუთებზე გორელებმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს და გამარჯვება საბოლოოდ დააგვირგვინეს. 92-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა გრიგოლ ჩაბრაძემ, რომელიც სულ რამდენიმე წუთის შესული იყო მოედანზე, ცარიელ კარში მეორე გოლი გაიტანა. ეს ჩაბრაძის დებიუტი იყო დილაში, მას შემდეგ რაც ირანიდან დაბრუნდა.

ფინალამდე ნახევარფინალში დილამ ქვეყნის ჩემპიონი იბერია 1999 3:1 დაამარცხა, ხოლო სპაერმა ქუთაისის ტორპედოსთან პენალტების სერიაში იმარჯვა.

ახლა ორივე გუნდს კონფერენსლიგის მატჩები ელოდება:

გორის დილა ლუქსემბურგის რასინგს დაუპირისპირდება – 10 და 17 ივლისს

თბილისის სპაერი კი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება და ავსტრიულ ვენის აუსტრიას 24 და 31 ივლისს შეხვდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი