გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გულიაშვილი და რასინგი ლა ლიგაში აღზევდნენ

გააზიარეთ

სანტანდერის რასინგმა ლა ლიგა 2-ის მე-40 ტურში ვალიადოლიდი 4:1 დაამარცხა და 14-წლიანი პაუზის შემდეგ, ესპანური ფეხბურთის ელიტაში ითამაშებენ. რასინგის ქართველი ლეგიონერი გიორგი გულიაშვილი კი, მეექვსე ქართველი გახდება, ვინც ლა ლიგაში ითამაშებს.

გულიაშვილი რასინგს ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას შეუერთდა, მაგრამ გუნდის წარმატებაში სოლიდური წვლილი დაიდო – 17 მატჩში ექვსი გოლი და ორი საგოლე პასი.

ცუდი ის არის, რომ გიორგიმ ვალიადოლელ მცველთან შეჯახებისას ტრავმა მიიღო და 23-ე წუთზე შეცვალეს. ტრავმის სიმძიმე ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ივნისის სანაკრებო მატჩებისთვის მზად იქნება.

ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ ჩვენებური მატჩის ბოლომდე გუნდს სათადარიგოთა სკამიდან ქომაგობდა, ხოლო ელიტაში გადასვლას თანაგუნდელებთან და გულშემატკივრებთან ერთად ზეიმობდა.

შეგახსენებთ, ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში აქამდე გიორგი დემეტრაძეს (სოსიედადი), შოთა არველაძეს, გიორგი ქოჩორაშვილს (ორივე ლევანტე), გიორგი მამარდაშვილსა (ვალენსია) და გიორგი მიქაუტაძეს (ვილიარეალი) უთამაშიათ.

იმასაც გეტყვით, რომ გულიაშვილი მეორე ქართველია, ვინც წელს ევროპის TOP-ლიგაში აღზევდა – მანამდე გიორგი კვერნაძის ფროზინონემ სერია A-ს საგზური მოიპოვა, დარჩენილია ზურიკო დავითაშვილი, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ში დასაბრუნელად იბრძვის და მეტოქეს ელოდება, რომელიც 17 მაისს გაირკვევა.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები