გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

გურამი ევროპაზე, ლუკა და გიორგი ფლე-იოფში

გააზიარეთ

გურამ კაშია და კომპანია, რომლებმაც წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს, ამჯერად იგივე ვეღარ გაიმეორეს. ჩვენთვის კარგად ნაცნობი ვლადიმირ ვაისის გაწრთვნილი სლოვანი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ალმაათის კაირათთად დამარცხდა.

უფრო სწორად, სლოვანმა ბრატისლავაში განმეორებითი დაპირისპირება 1:0 კი მოიგო, მაგრამ რადგან პირველი მატჩი სტუმრად იგივე ანგარიშით ჰქონდა წაგებული, ცხადია, დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც გოლი არ გასულა, ხოლო პენალტების სერიაში ყაზახეთის ჩემპიონმა მასპინძლები 4:3 დაამარცხა და ფლეი-ოფშიც დამსახურებულად გავიდა.

გურამ კაშია სასტარტო თერთმეტეულში იყო და 64-ე წუთიდან სულაც სლოვანს უკაპიტნა, როდესაც მოედნიდან ვლადიმირ ვაისი უმცროსი გავიდა. რაც შეეხებათ კაირათის ქართველებს ლუკა გადრანი და გიორგი ზარია სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ, თუმცა ეს უკანასკნელი მატჩში 68-ე წუთიდან ჩაერთო და საკმაოდ აქტიურადაც. ერთ ეპიზოდში მან იდეალური პასით თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირაც დატოვა. 103-ე წუთზე ქართველი შემტევი მცირე ტრავმის გამო შეცვალეს, მანამდე კი მან ყვითელი ბარათის მიღებას მოასწრო.

მოკლედ, ბრატისლავას სლოვანი ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადაერთო, სადაც მისი მეტოქე შვეიცარიული იანგ ბოიზი იქნება და მარცხის შემთხვევაში კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, ხოლო კაირათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე გლაზგოს სელტიკის ბარიერი აშორებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები