გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

დავითაშვილის მესამე დუბლით სენტ ეტიენი მესამეა

გააზიარეთ

ზურიკო დავითაშვილის წყალობით სენტ ეტიენი საფრანგეთის ელიტარულ ლიგაში დაბრუნებას ცდილობს. ჩვენებური „მწვანეების“ ერთ-ერთი ლიდერი რომ არის, 23-ე ტურშიც გამოჩნდა, როდესაც გენგამთან დუბლი შეასრულა და გუნდს სტუმრად გამარჯვებაში დაეხმარა – 2:1.

ზურიკომ დუბლი 14 წუთში შეასრულა: ჯერ 11 მეტრიდან დაარტყა ოსტატურად, ხოლო შემდეგ ფლანგიდან ჩაწოდებულს საჯარიმოში თავი დაახვედრა.

გენგამმა მეორე ტაიმში სხვაობა შემაცირა, მაგრამ სენტ ეტიენმა მეტი აღარ გაუშვა და 40 ქულით მესამე ადგილზეა. ჩვენებურის გუნდი შემდეგ ტურში ლავალს უმასპინძლებს.

დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში დუბლი უკვე მესამედ შეასრულა, სულ კი, 19 მატჩში, 10 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს, ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ლუი მაფუტას მხოლოდ ერთით ჩამორჩება.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები