გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძემ ვილიარეალს ვერ უშველა

გააზიარეთ

ლა ლიგის 24-ე ტურში გიორგი მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ ვილიარეალი მარცხისგან ვერ იხსნა. „ყვითელი წყლაქვეშა ნავი“ სტუმრად ხეტაფესთან 1:2 დამარცხდა.

მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა. ამ დროს ვილიარეალი 0:2-ს აგებდა, ჩვენებურმა კი 76-ე წუთზე სხვაობა შეამცირა. გოლი ჩინებული გამოუვიდა – ჯერ ბურთს სწორ ადგილზე დახვდა, შემდეგ მცველი „მოტეხა“ და კარში დაარტყა, ბურთს ძელს კი მოხვდა, მაგრამ უკან გამოვარდნილს ფეხი შეაგება.

ვილიარეალი 45 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი ლევანტეს ესტუმრება. თავად ჟორჟს 18 მატჩში შვიდი გოლი და ოთხი საგოლე პასი მოუგროვდა.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები