გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

დავითაშვილი ლიგა 2-ში საუკეთესოდ აღიარეს

გააზიარეთ

საფრანგეთში მოთამაშე პროფესიონალი ფეხბურთელების გაერთიანებამ, ლიგა 2-ის 2025-26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზურიკო დავითაშვილი დაასახელა. ზურიკო სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, სადაც, სენტ ეტიენის ერთადერთი ფეხბურთელია, რაც გუნდში მის უდიდეს როლზე მიგვანიშნებს.

აი, რა წერია გაერთიანების განცადებაში:

„ბურთის რბილი კონტროლი, ხედვა, კლინიკური დაბოლოვება. ამ სეზონში ზურიკო დავითაშვილს იდეალური ფორმულა ჰქონდა „ჟოფრუა-გიშარის“ (სენტ ეტიენის სტადიონია) გასაოცებლად“.

დავითაშვილმა ლიგა 2-ს 29 მატჩში 14 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა, გუნდი კი, მესამე ადგილზე გავიდა და ლიგა 1-ში დასაბრუნებლად იბრძვის.

ზურიკო დავითაშვილი:

„ყველა ფეხბურთელს, ვინც ჩემს კანდიდატურას ხმა მისცა, მინდა მადლობა გადავუხადო. ჩემთვის დიდი პატივია ამ ტიტულის მიღება. ეს ინდივიდუალური ჯილდოა, მაგრამ ამ სეზონში კიდევ დარჩა უფრო მნიშვნელოვანი საქმე. სწორედ ამიტომ, ვერ დავესწარი დღევანდელი ღონისძიებას, რისთვისაც დიდ ბოდიშს ვიხდი. ჩვენი სეზონი ჯერ არ დასრულებულა, სენტ ეტიენს ჯერ არ მიუღწევია მთავარი მიზნისთვის“.

ზურიკო პირველი ქართველი არ არის, ვინც ეს ტიტული მიიღო – 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მიქაუტაძე დაასახელეს, რომელიც მაშინ მეცში ირჯებოდა.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები