
უიკენდის ბოლო დღეს ევროპის ჩემპიონატებში ქართველთა გუნდებმა ითამაშეს. სეზონის ბოლო მშვნიერი გველის: ზოგი ჩემპიონობისთვის იბრძვის, ზოგიც – ბომბარდირობისთვის, ზოგსაც ელიტაში ადგილის შენარჩებუნება უნდა, რამდენიმე კი, პირიქით, დაქვეითდა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ბრესტი საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა და დარჩენილ ორ ტურში ჩემპიონობითვის მხოლოდ ქულა სჭირდება.
ლუის ენრიკემ კვარაცხელია დაასვენა და მოედანზე მხოლოდ ბოლო ნახევარი საათი დაუთმო. მატჩის ბედი კი დეზირე დუემ გადაწყვიტა, რომელმაც 82-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
მეცი, რომელიც ლიგა 2-ში მანამდე დაქვეითდა, ლორიანთან საშინაო მატჩში 0:4 დამარცხდა. სამივე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა – გიორგი წიტაიშვილმა და გიორგი ქვილითაიამ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო გიორგი აბუაშვილი მოედანზე მე-40 წუთზე შევიდა.
გერმანიის ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმმა ბუნდესლიგაში სტუმრად კიოლნს 3:1 აჯობა და ბუნდესლიგაში დარჩენის შანსს შეინარჩუნა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ამჯერად საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ჰაიდენჰაიმი ბრძოლაში რომ რჩება, მისი დიდი დამსახურებაა.
სეზონის დასრულებამდე ტურით ადრე ვოლფსბურგს, ჰაიდენჰაიმსა და ზანკტ პაულის 26-26 ქულა აქვთ და ბურთების შეფარდების გამო ცხრილშიც ასეთი თანმიმდევრობით არიან. ამ მდგომარეობით, ვოლფსბურგი (-26) გადათამაშებაში მოხვდება, ხოლო ჩვენებურის გუნდი და ზანკტ პაული (ორივეს -29) გავარდებიან. თუმცა, როგორც გითხარით, წინ ერთი ტურია. ჰაიდენჰაიმი შინ უმოტივაციო მაინცს დაუხვდება, ხოლო კონკრენტები ერთმანეტში ითამაშებენ და მასპინძელი ზანკტ პაული იქნება.
ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი მალიორკას ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში ქულას გამორჩა – 1:1.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სათადარიგო იყო და მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და თავი დიდად არ გამოუჩენია.
35 ტურის შემდეგ ვილიარეალი 69 ქულით ლა ლიგაში მესამე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე მოიპოვა და დარჩენილ თამაშებში სამეულში ადგილის შენარჩუნებას შეეცდება.
ლა ლიგაში გადასვლასთან ახლოს არის გიორგი გულიაშვილის სანტანდერის რასინგი, რომელიც ლეგანესს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.
ანგარიში სანტანდერელებმა გუეიეს გოლით გახსნეს, ვისაც საგოლე პასი ქართველმა გაუკეთა. სულ მიმდინარე სეზონში გულიაშვილის ანგარიშზე ექვსი გოლი და ორი პასია.
იური ტაბატაძის კადისმა კი, შინ დეპორტივოსთან 0:1 წააგო და გუნდი, რომელიც სტარტზე ლა ლიგაში გადასვლისთვის იბრძოდა, ახლა გავარდნის კანდიდატია. ეს მას შემდეგ ხდება, რაც ჩვენებურმა ტრავმა მიიღო და გუნდს ვეღარ ეხმარება.
რასინგი კი 75 ქულით პირველ ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე დეპორტივოსა და ალმერიას ოთხი ქულით უსწრებს.
ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში ისევ გაიტანა, გრაცის შტურმმა კი, საგარეო მატჩში ჰარტბერგი 4:2 დაამარცხა.
კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე გიზი მამაგეიშვილმა შეცვალა. გოლი კი, 25-ე წუთზე თავური დარტყმით შეაგდო, როდესაც ანგარიში 3:1 გახადა. ეს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველისთვის სეზონში მე-15 გოლი იყო (პლუს 4 პასი) და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.
ერთია, შტურმს ზედიზედ მესამე გაჩემპიონება გაუჭირდება, რადგან ტურით ადრე ლიდერ ლინცერს ორი ქულით ჩამორჩება.
იხილე მეტი
-
ჩოგბურთი
/ 17 საათის agoბასილაშვილი რომის მასტერსს მერვედფინალში დაემშვიდობა
გააზიარეთნიკოლოზ ბასილაშვილმა მერვედფინალი რუს ანდრეი რუბლევთან 6:3; 6:7; 2:6 წააგო და რომის მასტერსს მერვედფინალში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
რაგბი
/ 18 საათის agoსაქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
გააზიარეთსაქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2023 წლის საფრანგეთში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 1 დღის agoქართველები დასაჯეს – დისკვალიფიკაციები დოპინგის გამო
გააზიარეთმსოფლიო რაგბის ინფორმაციით, ქართველი მორაგბეები დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ. სასჯელი ხანგრძლივი და მძიმეა. მსოფლიო რაგბისა და...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი