თბილისის დინამომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჟალგირისთან სრული კრახი განიცადა. თბილისურმა კლუბმა ლიეტუვაში კატასტროფულად ცუდად ითამაშა და 2:7 განადგურდა.
დინამოს პირველი მატჩი 3:0 ჰქონდა მოგებული, მაგრამ ეს სოლიდური უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
თამაში დინამოსთვის თავიდანვე საშინლად დაიწყო. მასპინძლებს ანგარიშის გახსნა მე-9 წუთზევე შეეძლოთ: დასარტყმელ პოზიციაზე გასული მეტოქე გუნდის შემტევი ალექსანდრე კალანდაძემ საჯარიმოში წააქცია. ბურთთან სერბი ნიკოლა პეტკოვიჩი მივიდა, მაგრამ თერთმეტმეტრიანი ცუდად შეასრულა – ბურთი ლორიას კარს აცდა.
25-ე წუთზე მასპინძლები მაინც დაწინაურდნენ. გოლის ეპიზოდში დინამოს მცველები ჩავარდნენ და ჟალგირისს კომბინაციის გათამაშების საშუალება მისცეს და პაულიოს გოლუბუკასის პასით გოლი უკრაინელმა სტანისლავ ბილენკიმ გაიტანა – 1:0. სხვათა შორის, ბილენკი 2022 წელს სწორედ თბილისის დინამოში თამაშობდა.
მე-40 წუთზე დინამომ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. თორნიკე კვარაცხელიამ საჯარიმოში მცველი ჩამოიცილა და გატანაც მართებდა, მაგრამ ვერ მოახერხა, რის შემდეგ ბურთი მცველებმა ცუდად ამოიტანეს ლეო სანტოსმა მარცხენა ფეხით ბურთი კარის ბადეში გაახვია. ტაიმი 1:1 მორჩა.
მეორე ტაიმი ჟალგირისმა აქტიურად დაიწყო. 59-ე წუთამდე ანგარიში ისევ თანაბარი იყო, შემდეგ კი დაიწყო და დაიწყო… ჯერ დინამოს მცველებს ჩაეძინათ, რასაც პეტკოვიჩის გოლი მოჰყვა; 61-ე წუთზე კი, ქართული გუნდის საჯარიმოში შექმნილი არეულობით კაბო ვერდელმა ბრაიან ტეიშეირამ ისარგებლა და ანგარიში 3:1 გახადა; მართალია 73-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ვეტერანმა მათე ვაწაძემ საჯარიმოს გარედან დარტყმით სხვაობა ანგარიში შეამცირა, მაგრამ დინამოელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა – 74-ე წუთზე ნიკოლა პეტკოვიჩმა დუბლი გაიფორმა; 82-ე წუთზე დუბლი ბილენკიმაც მიითვალა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა; თითქოს თამაში დამატებით დროში უნდა გადასულიყო, მაგრამ 88-ე წუთზე სერბმა ნემანია მიჰაილოვიჩმა შორეული დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა, რასაც ბილენკიმ კიდევ ერთი გოლი მოჰყვა და…
ჟალგირისი (ლიეტუვა)-დინამო (საქართველო) 7:2
ვილნიუსი, ,,LFF”
განმეორებითი მატჩი. პირველი შეხვედრა: 0:3
1:0 ბილენკი (25); 1:1 ლეო სანტოსი (40); 2:1 პეტკოვიჩი (59); 3:1 ტეიშეირა (61); 3:2 ვაწაძე (73); 4:2 პეტკოვიჩი (74); 5:2 ბილენკი (82); 6:2 მიჰაილოვიჩი (88); 7:2 ბილენკი (90)
ჟალგირისი: სარკაუსკასი, სესპლაუკისი (უპსტასი 90), კოი ლუპანო, ბოსანჩიჩი, ფრანკე (მამაცაშვილი 90), ლიტვინენკო, კენდიში, გოლუბუკასი (მიჰაილოვიჩი 84), ბილენკი, ტეიშეირა, პეტკოვიჩი (კაპანი 90)
დინამო: ლორია, პსალტისი (ჰოური 22), კურდიჩი, კალანდაძე, ლეო სანტოსი, ოსეი ბარნსი, ნინუა, კაკაშვილი (ვაწაძე 70), კვარაცხელია (ტკალია 60), ტეიშეირა, ბა
ავტორი: კახა მიხანაშვილი.
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 2 დღის agoსვანაძე ლონდონელებს – მიეცით ანდრიას ბურთი
გააზიარეთლონდონის არესნალმა ოფიციალურად დაადასტურა ტრანსფერი, რომლის შესახებაც საუბარი დიდი ხანი მიმდინარეობა – ანდრია ბართიშვილი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 3 დღის agoფუტსალის ნაკრების ფრე და მარცხი ჩეხეთთან
გააზიარეთსაქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მატჩების ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი 14 ოქტომბერს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ჩოგბურთი
/ 3 დღის agoორგზის გამარჯვებული ფინალის დებიუტანტს ელის
გააზიარეთUS Open-ს ფინალში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, ბელარუსი არინა საბალენკა და მეორე ნომერი,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი