
ევროპა ლიგის ფინალში ერთმანეთს ტოტენჰემი და მანჩესტერ იუნაიტედი დაუპირისპირდებიან. მატჩი ბილბაოს მშობლიურ არენა სან მამესზე, 21 მაისს, 23:00 საათზე გაიმართება.
თამაშის წინ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც თავიანთი გუნდების მზადებაზე ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა, ანგელოს პოსტეკოღლუმ და მანჩესტერ იუნაიტედის თავკაცმა, რუბენ ამორიმმა ისაუბრეს.
პოსტეკოღლუ:
“უკვე 26 წელია ამ საქმეს ვაკეთებ, აქ შემთხვევით არ მოვხვედრილვარ. ეს ჩემი შრომის შედეგია. არ ვარ კლოუნი, არც ისეთი ადამიანი, რომელსაც რაღაც სასწაულად გამოუვიდა და ფინალში აღმოჩნდა. ძალიან ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ აქ ვყოფილიყავი. რაც არ უნდა მოხდეს ხვალინდელი დღის შემდეგ, უმნიშვნელოა, როდესაც ახლანდელ შესაძლებლობაზე ფიქრობ. ეს არის ამ კლუბისთვის, მისი გულშემატკივრებისთვის და ყველასთვის. რაც არ უნდა მოხდეს ამის შემდეგ, ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ გავაგრძელებ თასების მოგებას, სადაც არ უნდა ვიყო.”
პორტუგალიელმა მკაცრად უპასუხა იმ კრიტიკოსებს, ვინც წარუმატებლობის შემთხვევაში დაგმობდა:
“იცით, როგორი იქნება ნარატივი, თუ წავაგებთ? ისევ კლოუნად მომიხსენებენ. არ არის პრობლემა, არ მადარდებს. რაც მადარდებს, ისაა, რომ ტოტენჰემს აქვს შანსი მოიგოს ევროპული ტიტული და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მოხდეს.”
პოსტეკოღლუ ასევე გაკვირვებას გამოხატავდა იმაზე, თუ რატომ არ აფასებენ ტოტენჰემის ფინალში გასვლას საკადრისად:
“ყველა იმეორებს, რომ ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი არ არის. თუ ასე ადვილია აქ მოხვედრა, მაშინ რატომ არ არიან აქ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გუნდები? ჩვენ ვიბრძოლეთ ამ გზაზე – ტრავმები, უიღბლობა, ცუდი გადაწყვეტილებები და მაინც ფინალში ვართ. ამაყი ვარ.”
თავის მომავალზე:
“არ მგონია, რომ ჩემი სამუშაო აქ დასრულებულია. ვფიქრობ, თასი ამას დააჩქარებს, და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. არსებული გამოწვევები კარგად არის აღწერილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ გარკვეული ზრდა შეინიშნება. პირველივე დღიდან ვუთხარი ბიჭებს, რომ ცხოვრებაში ან სპორტში არაფერია გარანტირებული. უნდა ეცადო, გამოიყენო ყველა შესაძლებლობა, რომელიც წინ გელოდება.
ევროპის ლიგის ფინალში კლუბის პირველი ბერძენი მწვრთნელის სტატუსის შესახებ:
“ძალიან ვამაყობ. საბერძნეთში დავიბადე, ძალიან ვამაყობ, რომ ბერძენი ვარ. მიყვარს საბერძნეთი და ვფიქრობ, რომ ერთ დღეს პენსიაზე გავალ. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი დიდი სპორტი არ არის იქ, იმ რწმენით იზრდები, რომ ნებისმიერ ადამიანს დაუპირისპირდები.”
რუბენ ამორიმი:
“ვფიქრობ, რომ თამაშის დაწყებისთვის საუკეთესო სასტარტო შემადგენლობა უნდა შევარჩიოთ. შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სათადარიგოთა სკამზე სათამაშო არჩევანი გვქონდეს. ზოგჯერ ფინალის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. დამატებით დროზე გადასვლაზე არ ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ ამაზე არასდროს ვფიქრობთ. თამაშის დასაწყისში უბრალოდ ძალიან სწრაფად მინდა მოგება. თუმცა, როგორც ლიონის წინააღმდეგ დავამტკიცეთ, თუ ექვს წუთში სამი გოლის გატანა მოგვიწევს, ამასაც გავაკეთებთ.”
ამორიმი იმის შესახებ, თუ რატომ იქნება ევროპა ლიგის მოგება პირველი ნაბიჯი:
“ვფიქრობ, ამ მომენტში ამაზე საუბარი რთულია, რადგან აღფრთოვანება და თავდაჯერებულობაა საჭირო. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს კლუბში ბევრი რამ უნდა შევცვალოთ. დაკომპლექტება, აკადემია და გაუმჯობესება გვჭირდება. ეს თასის მოგებით არ მოგვარდება. უფრო დიდი საქმეები გვაქვს გასაკეთებელი, რათა ეს კლუბი მწვერვალზე დავაბრუნოთ. ხვალ, ამ გამარჯვების შეგრძნობა ყველას ძალას მოგვცემს.
ევროპა ლიგის მოგების შესაძლებლობაზე:
“ვფიქრობ, ჩემთვის ახალი მომავალი არ არსებობს. ხალხი ჩვენს გუნდს სხვანაირად შეხედავს, რადგან ევროპის ტიტულის მოგება ნამდვილად მნიშვნელოვანია. ჩვენს სეზონს არაფერი შეცვლის, მაგრამ ევროპის ტიტულის მოგება მომავლის აშენებაში დაგვეხმარება.”
სეზონის რთულ მომენტებზე და პირად მდგომარეობაზე:
“წელს მართლაც რთული პერიოდები მქონდა. ერთ მომენტში, იანვარში, ვფიქრობდი, რომ უნდა წავსულიყავი, რადგან ყველაფერი ისე არ მიდიოდა, როგორც მინდოდა. მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ მხარი დამიჭირა. მითხრეს, რომ უნდა გამეგრძელებინა და მჯეროდა იმ იდეის, რასაც ვაშენებდით.”
შემდეგ მან ფინალის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:
ეს ფინალი ჩვენი მოთმინებისა და ერთგულების შედეგია, მაგრამ ამავდროულად, ეს უდიდესი შესაძლებლობაა. მანჩესტერ იუნაიტედი არსებობს იმისთვის, რომ ტიტულები მოიგოს. ამ პასუხისმგებლობას სრულად ვაცნობიერებ. ტოტენჰემს დიდ პატივს ვცემ – მათმა მწვრთნელმა შესანიშნავი სამუშაო გააკეთა, მაგრამ ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედი ვართ. აქ იმიტომ ვართ, რომ ტიტული მოვიგოთ.”
და ბოლოს, ამორიმმა შეჯამება გააკეთა:
“ეს ერთი მატჩია. ერთი შანსი დიდებისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის.”
ევროპა ლიგის ფინალი არა მხოლოდ ტიტულისთვის ბრძოლაა, არამედ ორივე გუნდისთვის შანსია, დაამტკიცონ თავიანთი ძალა და გადალახონ სეზონის განმავლობაში არსებული სირთულეები.
იხილე მეტი
-
სანაკრებო ტურნირები
/ 5 საათის agoჯანი ინფატინო: ირანი მუნდიალზე ითამაშებს
გააზიარეთFIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ, ვანკუვერში, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის 76-ე კონგრესზე სიტყვისას განაცხადა, რომ რომ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 8 საათის agoკვარა სიმბოლურშია, დემბელე – საუკეთესო
გააზიარეთჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩების შემდეგ, UEFA-მ სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც არის....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
სანაკრებო ტურნირები
/ 24 საათის agoგილერმო ოჩოა მეექვსე მუნდიალზე ითამაშებს
გააზიარეთ2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრების მეკარე გილერმო ოჩოა აუცილებლად ითამაშებს და ეს მისი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |