გამოგვიწერეთ

ძიუდო

ეთერ ლიპარტელიანი წლის საუკეთესო ძიუდოისტია

გააზიარეთ

პარიზში დასრულდა 2026 წლის პირველი გრანდ სლემი, რომელიც ქართული დელეგაციისთვის უმედლო გამოდგა. თუმცა, საფრანგეთის დედაქალაქში ჩვენი გუნდი ჯილდოს გარეშე არ დარჩენილა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2025 წლის შედეგების მიხედვით რვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა, მათგან სამი ქართველებს შეხვდა.

მსოფლიოში საუკეთესო ქალი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა. ქართველმა 2025 წელს ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო, რასაც სართად გუნდური ჩემპიონობა დააყოლა;

ლიპარტელიანი ასევე საუკეთესო გახდა ნომინაციაში – წლის მოვლენა;

წლის საუკეთესო სამწვრთნელო გუნდად საქართველოს ძიუდოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბი დასახელდა. ცხადია, ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ძიუდო