
10 მაისს ელ კლასიკოა… ბარსელონა საკუთარ მოედანზე მადრიდის რეალს დაუხვდება. კატალონიელებს საჩემპიონოდ ქულაც ჰქოფნით. რომც წააგონ, პირველი ადგილის დაკარგვა მაინც გაუჭირდებათ, რადგან შემდეგ დარჩენილ სამ ტურში ბარსამ ყველა უნდა წააგოს, რეალმა კი, ყველა მოიგოს. ეს ცოტა ფანტასტიკის სფეროა.
ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი თამაში გამოდის, მაგრამ როდესაც ელ კლასიკო იწყება, მსოფლიო რამდენიმე საათით ჩერდება. ეს მხოლოდ მატჩი არ არის, ეს არის ისტორია, პოლიტიკა, კულტურა და ორი საფეხბურთო ფილოსოფიის დაპირისპირება.
ერთმანეთის პირისპირ რეალი და ბარსელონა დგანან… ისტორია, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის. ელ კლასიკოს პირველი ოფიციალური მატჩი 1902 წელს შედგა. მას შემდეგ მოედანზე ყოველი ახალი გასვლა თავის დაწერას ჰგავს. გუნდებს შორის ამხანაგური მატჩის მცნება არ არსებობს. აქამდე ყველა ტურნირზე ერთმანეთს 263-ჯერ შეხვედრიან. 106 რეალმა მოიგო, ბარსელონამ 105 თამაში წაიღო, ხოლო 52 ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 447:436 მადრიდელთა სასარგებლოდ.
ამ დაპირისპირებას განსაკუთრებული სიმძაფრე სწორედ ისტორიულ-პოლიტიკურმა ფონმა შესძინა. სტადიონზე მხოლოდ სამი ქულა არ წყდება, აქ პრესტიჟი, ღირსება და მილიონობით გულშემატკივრის ემოციებია დადებული.
ელ კლასიკოს ისტორიას უამრავი ლეგენდა ახსოვს – დი სტეფანო თუ კრუიფი, ზიდანი თუ რონალდინიო… ყოფილა შემთხვევები, ფეხბურთელებს ორივე გუნდში უთამაშიათ – ფიგუ, რონალდო, ლაუდრუპი, ლუის ენრიკე… ბოლო დროის ეპოქა განსაკუთრებით ორი ადამიანის სახელთან ასოცირდებოდა – ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ. მათი მეტოქეობა წლების განმავლობაში ფეხბურთის მთავარ სცენად იქცა. ყოველი ელ კლასიკო გოლების, რეკორდებისა და დაუვიწყარი მომენტების თეატრი იყო.
ელ კლასიკოში ხშირად იკვეთება ორი განსხვავებული საფეხბურთო ხედვა. ბარსელონას ტიკი-ტაკა, ბურთის კონტროლი, მოკლე პასები და ტექნიკური ფეხბურთი, რომელიც მადრიდელთა სწრაფ კონტრშეტევებსა და ფიზიკურ ძალას უპირისპირდება.
მიუხედავად იმისა, რომ მესისა და რონალდუს ეპოქა დასრულდა, ელ კლასიკოს მნიშვნელობა არ შემცირებულა. ახალი თაობის ფეხბურთელები ამ ისტორიის გაგრძელებას ცდილობენ. ელ კლასიკო კვლავ ნამდვილი ვნებისა და კონკურენციის სიმბოლოდ რჩება.
ამ მატჩს ასობით მილიონი მაყურებელი ჰყავს. თამაშის დღე ფეხბურთის დღესასწაულად იქცევა – სავსე სტადიონები, გადაჭედილი ბარები და სოციალური ქსელები, სადაც თითოეული ეპიზოდი წამებში ვირუსულად ვრცელდება.
ელ კლასიკო მხოლოდ მატჩი არ არის. ეს არის ფეხბურთის ყველაზე ხმაურიანი, დრამატული და ემოციური ისტორია, რომელიც ყოველ სეზონში თავიდან იწერება.
ვნახოთ, რა იქნება 10 მაისს…
იხილე მეტი
-
ჩოგბურთი
/ 17 საათის agoბასილაშვილი რომის მასტერსს მერვედფინალში დაემშვიდობა
გააზიარეთნიკოლოზ ბასილაშვილმა მერვედფინალი რუს ანდრეი რუბლევთან 6:3; 6:7; 2:6 წააგო და რომის მასტერსს მერვედფინალში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
რაგბი
/ 18 საათის agoსაქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
გააზიარეთსაქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2023 წლის საფრანგეთში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 1 დღის agoქართველები დასაჯეს – დისკვალიფიკაციები დოპინგის გამო
გააზიარეთმსოფლიო რაგბის ინფორმაციით, ქართველი მორაგბეები დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ. სასჯელი ხანგრძლივი და მძიმეა. მსოფლიო რაგბისა და...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი