გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ენდი ბრასელი: მუნდიალის სცენარი ხვიჩას შანსია

გააზიარეთ

ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა „ოქროს ბურთის“ თემა. შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ნომინანტთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაც არის. ამ დროისთვის საბუქმეიკერო კანტორები ჩვენებურს მეხუთე ადგილს ანიჭებენ. მის წინ ჰარი კeინი, ლამინ იამალი, როდრი და კილიან მბაპე დგას.

ხვიჩას საქმეს ის ართულებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია. ერთია, ისტორიას ახსოვს მსგავსი ფაქტი – 1978 წელს „ოქროს ბურთი“ კევინ კიგანმა მოიგო, რომელიც ასევე მუნდიალს მიღმა დარჩა.

მსგავს ფაქტს ელოდებიან წელსაც. თავიდან კამპანია პრესტიჟულმა ფრანგულმა გამოცემამ, l’équipe-მ (ეკიპი) დაიწყო სათაურით – „ოქროს ბურთის კანდიდატი“.  l’équipe-ს აჰყვა კიდევ ერთი ფრანგულმა ჟურნალი Onze Mondial. შემდეგ საქმეში ექსპერტები და ჟურნალისტებიც ჩაერთვნენ. ერთ-ერთი ასეთი მათგანია ენდი ბრასელი, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ მოგებასთან ახლოს არის.

ენდი ბრასელი:

„ხვიჩა თუ საუკეთესო არაა, მაშინ ამასთან ძალიან ახლოსაა. ვფიქრობ, როცა ფეხბურთელს ბურთით თამაშის შესაძლებლობები აქვს, მაშინ შეუძლია ეს გუნდისთვის სასიკეთოდ გამოიყენოს. თუმცა, კვარაცხელია უბურთოდაც იმდენს აკეთებს, რომ მეტი რა უნდა მოსთხოვო ფეხბურთელს? მას ეს ყველაფერი აქვს და ჯერ მხოლოდ 25 წლისაა.

თუ არგენტინა მოიგებდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, „ოქროს ბურთს“ მესი მოიპოვებდა; თუ ინგლისი გახდებოდა ჩემპიონი – ჰარი კეინი ან ჯუდ ბელინგემი; საფრანგეთის შემთხვევაში კი – მბაპე, მაგრამ მცირე შანსი მაიკლ ოლისესაც ექნებოდა. თუმცა, არცერთი ეს სცენარი არ შესრულდა. შესაბამისად, კვლავ ჩემპიონთა ლიგას უნდა დავუბრუნდე და ვიკითხო – ვინ იყო გასულ სეზონში საუკეთესო ფეხბურთელი“?

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები