გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ესპანური ვარიანტი დვალს – სად შეიძლება ვიხილოთ ლაშა

გააზიარეთ

ლაშა დვალის სამწლიანი კვიპროსული კარიერა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დასრულდა. დვალს აპოელთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია, თუმცა, ჯერჯერობით, უკლუბოდაა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ლაშას კრეტის ოფი-ს ვარიანტი ჰქონდა, თუმცა საქმე მოლაპარაკებების პროცესამდე არ მისულა.

უახლესი ინფორმაციით, ესპანელი ჟურნალისტი დევიდ ვენტურა იტყობინება, რომ 30 წლის ცენტრალური მცველი შეიძლება სეგუნდა დივიზიონში ვიხილოთ. კერძოდ, დვალის წარმომადგენლებმა საკუთარი კლიენტი ლას პალმასს შესთავაზეს, კლუბის პოზიცია კი ჯერ უცნობია.

ლას პალმასი გასულ სეზონში უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობდა, თუმცა ლა ლიგაში მე-19 ადგილი დაიკავა და სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები