გამოგვიწერეთ

ნაკრები

“ეს კითხვა ხშირია, მაგრამ გასახდელში სხვა რეალობაა”, – პორტუგალიის მწვრთნელი

გააზიარეთ

ხვალ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს ჩაატარებს პორტუგალიის ნაკრებთან და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპს დაძლევს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე პორტუგალიის მთავარმა მწვრთნელმა რუი ჟორჟემ მედიის კითხვებს უპასუხა:

“საქართველომ წინა ევროპის ჩემპიონატზე დაგვამარცხა და ეს ძალიან გასაკვირიც არ ყოფილა. მათ საინტერესო სტატისტიკა აქვთ – ბოლო 13 მატჩში მხოლოდ ერთხელ ვერ გაიტანეს გოლი. საქართველო მხოლოდ დაცვაზე ორიენტირებული გუნდი არაა, მათ თითქმის ყოველთვის გააქვთ გოლი, ხოლო ორი დღის წინ ჯგუფური ეტაპის დასაძლევად სულ რამდენიმე წუთი დასჭირდათ.

მსგავსი გუნდები ვართ, თამაშისადმი ორივეს დიდი ვნება გვაკავშირებს. საქართველოს ისეთი თვისებები აქვს, რაც მე ჩემს გუნდშიც მომწონს. მათ იგივე მთავარი მწვრთნელი ჰყავთ, ხოლო ხასიათი ამ თაობასაც ბრწყინვალე აქვს.

მართალია, ფრის შემთხვევაშიც გავალთ ჯგუფიდან. ეს საკითხი ხშირად განხილვის საგანია, მაგრამ გასახდელში სულ სხვა სიტუაციაა, ჩვენი კონკურენტუნარიანობა ერთ ღამეში არ იცვლება, ჩვენი აზროვნება უცვლელია”, – განაცხადა მან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები