გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“ეს მხოლოდ დასაწყისია” – მამარდაშვილი ლივერპულში დებიუტის შემდეგ

გააზიარეთ

ლივერპულის რიგებში გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა. ქართველი მეკარე პრესტონის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში მოედანზე პირველ ტაიმში გამოჩნდა.

მატჩი “წითლების” გამარჯვებით, 3:1 დასრულდა, ხოლო მამარდაშვილის კარის მიმართულებით სერიოზული დარტყმა არ დაფიქსირებულა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა პირველი კომენტარიც გააკეთა:

“განსაკუთრებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით ლივერპულში.

ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა ამ ლეგენდარულ კლუბში. ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და მთელი საქართველოსთვის. მადლობთ მხარდაჭერისთვის — ეს მხოლოდ დასაწყისია.”

გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში მიმდინარე ზაფხულს გადავიდა და გულშემატკივარმა იგი მალევე მოიხიბლა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ლეგიონერები