გამოგვიწერეთ

რაგბი

ვეტერანი ბორჯღალოსანი ნორჩებს გაწრთვნის

გააზიარეთ

ახლო წარსულში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრს გიორგი ნემსაძეს წარდგენა ნამდვილად არ უნდა ესაჭირეობოდეს. ის ბორჯღალოსნების რიგებში მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბე იყო და რამდენიმე თამაშში ნაკრებს უკაპიტნდა კიდეც.

გიორგი ნემსაძემ კარიერა არც ისე დიდი ხნის წინ დაასრულა, თუმცა საყვარელ საქმეს მაინც არ მოწყვეტია და ქუთაისის აიას მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით კი ქუთათურებმა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

მალე ვეტერან ბორჯღალოსანს ახალ ამპლუაშიც ვიხილავთ. გადაწყვეტილი ამბავია, რომ ნემსაძე საქართველოს 18 წლამდე გუნდის სტაფს შეუერთდება და აუტის მწვრთნელის თანამდებობას დაიკავებს.

შეგახსენებთ, ჩვენი 18 წლამდე ნაკრები აგვისტოში სამხრეთ აფრიკულ ტურნეში გაემგზავრება და სამ მნიშვნელოვან მატჩს გამართავს. უმცროსი ბორჯღალოსნები ირლანდიის, ინგლისის და თვითო მასპინძელთა A ნაკრებს დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად რაგბი