გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხეტაფემ დაადასტურა – საზონოვი ესპანეთში ითამაშებს

გააზიარეთ

საფეხბურთო კლუბმა ხეტაფემ საბა საზონოვის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 24 წლის ქართველი მცველი ესპანურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და 1+1 კონტრაქტი გააფორმა. ხეტაფეს საბას გადაბირება 2025 წელსაც სურდა, მაგრამ მაშინ ტრანსფერის განხორციელება ბოლო წამს ჩაიშალა.

საბამ ბოლოს 2025 წლის ზაფხულში ითამაშა და ეს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მოხდა. საზონოვმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშას ტრავმა მიიღო. შემდეგ ზემოთხსენებული ტრანსფერი ჩაიშალა და ჩვენებურსაც ტორინოში დარჩენა მოუწია, რომელმაც განაცხადში არ შეიყვანა.

საზონოვი ტორინოს 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა, პირველ სეზონში 13 მატჩი ითამაშა, შემდეგ ემპოლიში გაანათხოვრეს, მაგრამ ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

შეგახსენებთ, ხეტაფეში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერიც იგეგმებოდა და თითქოს საათების ამბავი იყო, მაგრამ ქართველ ნახევარმცველს ესპანურ ფეხბურთში კიდევ სამი მსურველი გამოუჩნდა და საზონოვმა დაასწრო.

გეტყვით იმასაც, რომ ხეტაფემ გასულ სეზონში კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა და საზონოვსაც ესპანეთის ჩემპიონატისა და თასის გარდა ევროტურნირზეც მოუწევს თავის გამოჩენა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ლეგიონერები