გამოგვიწერეთ

ძიუდო

ზაგრებში ცხრა სპორტსმენით

გააზიარეთ

14-16 ნოემბერს ზაგრებში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მორიგი ოფიციალური ტურნირი გაიმართება. ხორვატიის დედაქალაქში გაშლილ ტატამზე  საქართველოს ნაკრები ცხრა სპორტსმენით იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ტურში ბრუნდება მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

66 კგ – თორნიკე მაზიაშვილი
73 კგ – გიორგი იანტბელიძე, თორნიკე მოსიაშვილი
81 კგ – დავით გოდერძიშვილი, ირაკლი ბეროშვილი
90 კგ – ლუკა მაისურაძე, მიხაილ კუპრაშვილი
+100 კგ – გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი

ძიუდოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ექნებათ გიორგი იანტბელიძეს, თორნიკე მოსიაშვილს და დავით გოდერძიშვილს

შეგახსენებთ, 2024 წლის ზაგრების გრანპრიზე საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები თენგო ზირაქაშვილმა (66კგ) და აკაკი ჯაფარიძემ (90კგ) დაისაკუთრეს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ძიუდო