გამოგვიწერეთ

ძიუდო

ოქრო და ბრინჯაო ევროპის თასიდან

გააზიარეთ

ესპანეთის ქალაქ მალაგაში დასრულდა ევროპის თასი ძიუდოში, სადაც სამი ქართველი ძიუდოისტი გამოდიოდა, მათ შორის მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი, რომელმაც ორწლიანი დიკსვალიფიკაციის დასრულების შემდეგ პირველად იჭიდავა.

26 წლის ზაალიშვილმა მალაგაში ოთხი ორთაბრძოლა ჩაატარა და ყველა იპონით მოიგო – ფინალში IJF-ის ლტოლვილთა გუნდის წარმომადგენელი ადნან ხანკანი 52 წამში შებოჭა და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა.

ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა ბრიტანელ ჯეიმს უელერ-ჰენრის, ესპანელ როდრიგო გარსია როხასსა და თურქ მუნირ ერტუგს აჯობა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში 19 წლის მიხეილ კუპრაშვილმა იჭიდავა. მან იპონით დაამარცხა პორტუგალიელი ლუიშ დიოგო, ორი ვაზარით აჯობა ყირგიზ ერლან შეროვს, ასევე იპონით მოუგო შვედ ლეონიდას ჰიტონენს, ხოლო გამოცდილ ტიმურ არბუზოვთან ორი ვაზარით დამარცდა. კუპრაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლა ბრიტანელ სკოტ კუსეკს მოუგო და დიდებში საერთაშორისო ასპარეზზე პირველი მედალი მოიპოვა.

კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა ჯუმბერ მელაძემ (81 კგ) ერთი შეხვედრა იპონით მოუგო გერმანელ მაქსიმ მალშს, მაგრამ შემდეგ ჯერ შვეიცარიელ ტიენ ულევისთან, ხოლო რეპეშაჟში ბრიტანელ რორი ტაირელთან დამარცხდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ძიუდო