გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ზურიკო დავითაშვილი: ვარჯიშებზე ბევრს ვშრომობ

გააზიარეთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 24-ე ტურში სენტ ეტიენმა ლავალთან 2:1 დაამარცხა. მატჩში ანგარიში ზურიკო დავითაშვილმა გახსნა, ვინაც გოლი 11 მეტრიანი დარტყმით გაიტანა.

ეს დავითაშვილის მე-11 გოლია სეზონში და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე იმყოფება. ჩვენებური მხოლოდ ერთით ჩამორჩება ტრუას შემტევ ბენტაიებს.

დავითაშვილმა ფრანგულ მედიასთან გოლზე, საკუთარ და გუნდის თამაშზე ისაუბრა.

ზურიკო დავითაშვილი:

„მიხარია, რომ გოლი გავიტანე. ვარჯიშებზე ბევრს ვშრომობ, მათ შორის, პენალტებში. ჩემი მიზანია გუნდს დავეხმარო, ეს იქნება გოლი, პასი თუ დაცვა. კარგია, როცა მოედანზე თავისუფლება მაქვს და კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, როდესაც გუნდი მატჩებს იგებს…

ლავალთან მისია შევასრულეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ. თუმცა, მეორე ტაიმი რთული იყო, რაზეც უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ. საჭიროა პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ. თუ მატჩებს მოვიგებთ, ყველაფერი კარგად იქნება…

მატჩის დაწყებამდე ვისაუბრეთ ბურთის ფლობისა და მის სწრაფად დაბრუნებაზე, რაც პირველ ტაიმში გამოგვივიდა, მაგრამ მეორე ტაიმში გართულდა. ამას დაღლილობას დავაბრალებდი. უნდა შევძლოთ დომინირება 60-70 წუთის განმავლობაში“.

სენტ ეტიენი 43 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ტრუას 2 ქულით ჩამორჩება, მომდევნო მატჩი კი, 28 თებერვალს, სტუმრად პოსთან ელის.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები