გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

საბა საზონოვი: გამარჯობასაც არ მეუბნებიან

გააზიარეთ

საბა საზონოვს ტორინოში ყურადღებას არავინ აქცევს – არც კლუბში და არც მედიაში. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ამით განაწყვენებულია. ბოლოს, ვინც იტალიურ კლუბში საბას ვარჯიშზე კითხვები ტურინული გუნდის ულტრასები იყვნენ. სწორედ მათთან საუბარში აღნიშნა საბამ, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან სრული იგნორი აქვს.

საბა საზონოვი:

„ჩემი აქ ყოფნა არავის სურს, მწვრთნელი არც კი მესალმება. არადა, ყველაფრისთვის მზად ვარ, მაგრამ ჩემი აქ ყოფნა არ სურთ. იყო დრო, სერია A-ში საუკეთესო დაცვა გვყავდა – ბონჯორნო და როდრიგესი თამაშობდნენ. მართალია, მაშინაც უმეტესად სათადარიგოთა სათადარიგო სკამზე ვიყავი. მაგრამ თამაში მიწევდა. ახლა კი, ყველაზე ცუდი შედეგი გვაქვს და განაცხადშიც არ ვარ.

თამაში შემიძლია, ტრავმა საერთოდ აღარ მაწუხებს. სპორტული დირექტორიმა ლანჩის დროს პირდაპირ მითხრა, რომ გუნდის ნაწილი აღარ ვარ“.

შეგახსენებთ, საზონოვი საბა იტალიაში 2023 წლის ზაფხულში გადავიდა, მაგრამ ტრავმებით გამოწვეული პრობლემები მუდამ თან სდევდა. გადაწყვეტილი იყო მისი გუნდიდან წასვლაც, თუმცა ტრანსფერი არ, თუ ვერ შედგა.

ტორინოს სერია A-ში ყველაზე მეტი, 47 გოლი აქვს გაშვებული და გასავარდნ ზონასთან ტრიალებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები