გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ჯაბა კანკავა დინამო თბილისს დაემშვიდობა

გააზიარეთ

ჯაბა კანკავა დინამო თბილისს დაემშვიდობა. ვეტერანმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი გაავრცელა. თუმცა, საერთოდ კარიერის დასრულებაზე ნათქვამი არაფერია.

ჯაბა კანკავა:

„დინამოს, მის გულშემატკივარს, ფეხბურთელებს მინდა, მადლობა გადავუხადო და დავემშვიდობო. ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ჩემთვის ადვილი. თუმცა, დროული იყო. ჩემთვის დინამო ყოველთვის იქნება გამორჩეული და მშობლიური გუნდი, სადაც შედგა ჩემი პროფესიული კარიერის პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. ყოველთვის თქვენს ქომაგად მიგულეთ“.

რა გახდა კანკავას გადაწყვეტილების მიზეზი სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, უცნობია.

40 წლის კანკავამ კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, სადაც ზუსტად 20 წლის შემდეგ დაბრუნდა. ამ შუალედში საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს რუსულ ალანიაში, უკრაინულ არსენალში, დნიპროსა და კრივბასში, ფრანგულ რეიმსსა და ვალანსიენში, ყაზახურ ტობოლსა და სლოვაკურ სლოვანში უთამაშია; საქართველოს ნაკრებში 2004-2024 წლებში 101 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი