გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

თრილერი ქუთაისში და ლიდერი რუსთავი

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში 21-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. ისე მოხდა, რომ პირველი ოთხეულის წარმომადგენლებმა ითამაშეს…

დინამო (თბ)-რუსთავი 0:3

თბილისი. მიხეილ მესხი

0:1 ალმეიდა (28); 0:2 ოსეი (39); კესი (45)

გია ცეცაძის გაწვრთნილმა რუსთავმა კვლავ გაიმარჯვა და ლიდერობა შეინარჩუნა. ქვემო ქართლელებმა 3:0 სძლიეს თბილისის დინამოს.

სამივე გოლი პირველი ტაიმის ბოლო 17 წუთში გავიდა. ასე დაიწყო: სტუმართა მცველმა დავიდ ოლივეირამ თავური დაარტყა, დინამოელთა მეკარე მიხეილ მაქაცარიამ მოიგერია ბურთი და დამატებაზე ჟან ალმეიდამ გაიტანა; მეორე გოლს რაც შეეხება, იუტა ნაკანოს პასს მოჰყვა: პრინს ოსეის სივრცე შეექმნა, ირბინა და კარგი დარტყმაც მიაყოლა; მესამე ბურთი კი სოლომონ კესიმ თავურით გაიტანა.

ტორპედო-იბერია 4;3

ქუთაისი. მიხეილ მესხი

1:0 პირესი (8); 2:0 ბუკია (13); 2:1 კუცია (21); მამუჩაშვილი (38); 3:2 ძაგანია (65); სიხარულაშვილი (76); დეისაძე (84)

ქუთაისელებს ბოლო ხუთ ტურში მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდათ აღებული, ამჯერად კი მოქმედ ჩემპიონს მოუგეს – 4:3.

სწრაფი გოლები ვნახეთ: ქუთაისელები მე-13 წუთისთვის უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. ჯერ გიორგი არაბიძის გამჭოლი პასის შემდეგ ფელიპე პირესმა ახლოდან შეაგდო; მერე დავით ბუკიამ თავურით მიითვალა გოლი; მალევე, გიორგი ჯინჯოლავას პასს მოჰყვა გიორგი კუციას პირისპირ გასვლა და 2:1; აი, ტაიმის ბოლოს კი ტორპედომ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა: გუნდის კაპიტანმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა შორეულ დაბალ კუთხეში დარტყმით გაიტანა.

მეორე ტაიმში იბერიელთა სიტუაცია, ერთი შეხედვით, უფრო გართულდა – ნიკოლოზ ბოჭორიშვილი გააძევეს… თუმცა ათი კაცით დარჩენილმა თბილისელებმა ორი გოლი გაიტანეს და ანგარიში გაათანაბრეს: ჯერ ამირან ძაგანიამ თავურით შეამცირა სხვაობა; მერე კი იმავე ძაგანიას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და დამატებაზე ნიკა სიხარულაშვილმა გაიტანა – 3:3.

84-ე წუთზე კი მშვენიერი გოლი ვნახეთ. ვირჯილ პენსონის ჩაწოდებული და დიეგო დეისაძის ნახტომში გატანილი ეფექტური თავური – 4:3.

ტორპედომ გაიმარჯვა, იბერიელებს კი, როგორც იცით, 20 აგვისტოს ევროპა ლიგის ფლეი ოფის პირველი მატჩი ელით პოლონეთში, იაგელონიასთან.

სატურნირო ცხრილი:

1.რუსთავი 21 11 5 5 26-18 38

2.იბერია 20 10 4 6 30-22 34

3.დინამო (თბ) 21 9 7 5 33-25 34

4.ტორპედო 21 8 6 7 34-23 30

5.დინამო (ბთ) 20 7 7 6 30-32 28

6.სამგურალი 20 8 4 8 27-33 28

7.დილა 19 8 2 9 21-19 26

8.გაგრა 20 5 8 7 20-26 23

9.სპაერი 20 5 7 8 26-27 22

10.მეშახტე 20 1 8 11 14-36 11

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი