გამოგვიწერეთ

კალათბურთი

თსუ-მ შინ იმარჯვა, მარგვეთმა – სტუმრად

გააზიარეთ

თსუ-რუსთავი 88:77

(19:22; 22:23; 24:15; 23:17)

პირველი ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. საქართველოს თასისა და სუპერთასის მფლობელმა თსუ-მ რუსთავს უმასპინძლა და სეზონი გამარჯვებით – 88:77 გახსნა.

შეხვედრის სადავეებს პირველ ტაიმში სტუმრები ფლობდნენ და მესამე მეოთხედის დასაწყისში ქვემოქართლელები 13-ქულიანი უპირატესობითაც (54:41) ლიდერობდნენ. თუმცა, გარდატეხა სწორედ ამ დროს მოხდა: რაჰიმ სალივანის, დალას ჰაუელისა და ლუკა ლიკლიკაძის ზუსტმა შორეულმა ტყორცნებმა თსუ თამაშში დააბრუნა, ხოლო მეოთხედის ბოლოს ლიკლიკაძის ეფექტურმა სამქულიანმა მასპინძლები წინ ხუთქულიანი უპირატესობით გაიყვანა – 65:60. გარდატეხის მთავარი მიზეზი რუსთაველთა კატასტროფულად ცუდად შესრულებული საჯარიმოები გახდა – ქვემოქართლელებმა 31-დან 17 ააცილეს…

გამარჯვებულთა შემადგენლობაში საუკეთესოები რაჰიმ სალივანი (19 ქულა, 4 პასი), ნიკა ჩეჩელაშვილი (16 ქულა), ამირან აროშიძე (15 ქულა, 7 მოხსნა) და ლუკა ლიკლიკაძე (13 ქულა, 5 პასი) იყვნენ; რუსთავიდან გუგა პატაშური (18 ქულა, 7 მოხსნა), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (13 ქულა), ივანე მეგენიშვილი (12 ქულა) და ჯეიდენ კინგი (10 ქულა, 7 მოხსნა) გამოირჩნენ.

ივერიონი-მარგვეთი 84:91

(25:24; 15:29; 26:19; 18:19)

გორში ივერიონმა ზესტაფონის მარგვეთს უმასპინძლა და 84:91 დათმო.

თამაშის დიდ ნაწილს სტუმრები აკონტროლებდნენ და 13-ქულიან უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა მატჩის დასკვნით ნაწილში მასპინძლებმა მძლავრი იერიში მიიტანეს მეტოქეზე, ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრეს და წინ გასვლაც შეძლეს. კრიტიკულ მომენტში მარგვეთმა მეტოქეს 8:0 გაქცევით უპასუხა, ლიდერობა დაიბრუნა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

გამარჯვებულებს ჯაზირ ტრემბლიმ ულიდერა – 28 ქულა, 7 მოხსნა და 4 ჩაჭრა; ჯასტინ ვებსტერის აქტივში 18 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა; გაგი გვალიამ გუნდს 11 ქულა და 9 მოხსნა შეაშველა; ივერიონის რიგებში ვლადიმერ თავაქარაშვილი (16 ქულა) გამოირჩა; იან კრიშნანმა და მაიკა კლარკმა 15-15 ქულა ჩააგდეს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი