გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ჩემპიონმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო

გააზიარეთ

ბათუმი-ქუთაისი 80:77

(26:14; 13:26; 16:18; 25:19)

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის სეზონი თრილერით გაიხსნა. ბათუმში ერთმანეთს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონები შეხვდნენ და მასპინძლებმა ქუთაისი 80:77 დაამარცხეს.

თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი 26:14 მოიგეს; ქუთაისელებმა მეორე პერიოდში თამაში გამოასწორეს და დიდ შესვენებაზე ერთქულიანი უპირატესობით გავიდნენ; იმერლებმა ამ უპირატესობას მეორეში კიდევ ორი დაუმატეს; ყველაფერი მატჩის ბოლო ორ წუთში გადადწყდა. 1:59 წუთით ადრე ლუკა ალავიძის ორქულიანით ქუთაისი 71:68 დაწინაურდა, რასაც გიორგი ოჩხიკიძის შედეგიანი შეტევები მოჰყვა, ხოლო საფინალო სირენამდე 39 წამით ადრე ბაშამის ჩაგდებულმა ბურთმა ბათუმი წინ გაიყვანა – 74:73.

ბოლო 20 წამი ტაქტიკური ჯარიმების მარათონად იქცა: რიონისპირელები დროის მოგების მიზნით ჯარიმებს იღებდნენ, მაგრამ ზღვისპირელები შეცდომას არ უშვებდნენ. საფინალო სირენამდე ორი წამით ადრე, როდესაც ანგარიში 80:77 იყო, ლევან გოგიჩაიშვილმა გამთანაბრებელი სამქულიანი ისროლა, მაგრამ ბურთი მიზანს აცდა და მოქმედმა ჩემპიონმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო.

გამარჯვებულთა შემადგენლობაში საუკეთესოები გიორგი ოჩხიკიძე (23 ქულა, 8 პასი); კარსონ ბაშამის ანგარიშზე 18 ქულა, 14 მოხსნა და 4 დაფარება დაგროვდა’ დავით ლომიძემ 16 ქულა და 7 მოხსნა მოინაგრა; ქუთაისიდან ლუკა ალავიძე (15 ქულა), ანზორ ნადირაძე (14 ქულა, 9 მოხსნა) და მაიკლ ფრეზიერი (10 ქულა, 8 მოხსნა) გამოირჩნენ.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი