გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილის პირველი ქულები ლოს ანჯელესში

გააზიარეთ

სანდრო მამუკელაშვილის ლეიკერსის მაისური ორჯერ მოირგო. პირველად ეს საკრამენტო კინგსთან გააკეთა. არა, NBA-სეზონი ჯერ არ დაწყებულა – ეს წინასასეზონო მატჩებია.

ლეიკერსმა საკრამენტოს 127:103 მოუგო. მამუკელაშვილმა კი პარკეტზე 19:08 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოინაგრა; მამუმ ოთხიდან ერთი ორქულიანი და ორი სამქულიანი ჩააგდო; ჩვენებურს პასივში სამი დაკარგვა და ორი ჯარიმა ჰქონდა.

კიდევ უფრო შედეგიანი მატჩი ჩაატარა გოლდენ სტეიტ უორიორსის წინააღმდეგ. თუმცა, ლეიკერსი 98:124 დამარცხდა.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 18:08 წუთი დაჰყო და გუნდს 15 ქულით, 3 მოხსნით, 2 პასითა და 1 დაფარებით შეეწია; სროლის პროცენტული მაჩვენებელი მშვენიერი ჰქონდა – ექვსიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან სამი სამქულიანი; პასივში თითო დაკარგა და ჯარიმა.

ლოს ანჯელესელები მომდევნო მატჩს ისევ საკრამენტო კინგსის წინააღმდეგ ითამაშებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი