გამოგვიწერეთ

ძიუდო

თუშიშვილმა ევროპა საქართველოს ჰიმნით დახურა

გააზიარეთ

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველომ ორი მედალი მოიპოვა – ოქრო და ბრინჯაო.

ჩვენი ნაკრების კაპიტანმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა და ოქრო ირგუნა.

ფინალამდე თუშიმ ჯერ კვიპროსელი იანის ანტონინიუ დაამარცხა, შემდეგ თურქ იბრაჰიმ ტატაროღლუს აჯობა, ნახევარფინალში კი, რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა.

ილია სულამანიძე (100) კი, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ჩვენებურმა სტარტზე ბრიტანელი ოლივერ ბარეტი და რუმინელი ალექსანდრუ შიბიშანი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი, რუს ნიაზ ბილალოვთან წააგო. ილიამ რეპეშაჟში შვეიცარიელი დანიელ ეშს აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ ზელიმხან კოცოევს უნდა დაჭიდებოდა, მაგრამ მეტოქე არ დაუშვეს, რადგან ნახევარფინალში არასწორი ილეთის გამო დისკვალიფიცირებული იქნა.

საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე შვიდი მედალი მოიპოვა: ევროპის ჩემპიონები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი (57), ლაშა შავდათუაშვილი (73), ლუკა მაისურაძე (90); ვერცხლის მედლები ერგოთ გიორგი სარდალაშვილსა (60) და ტატო გრიგალაშვილს (81).

საქართველოს ნაკრებმა (4 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) მედლების ხარისხით გუნდურად პირველი ადგილი დაიკავა; მეორე ადგილზე ფრანგები (2 ოქრო, 4 ვერცხლი, 6 ბრინჯაო) გავიდნენ.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ძიუდო