გამოგვიწერეთ

ძიუდო

ილია სულამანიძემ მსოფლიოს გადმოხედა

გააზიარეთ

ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციის ყულაბაში ოთხი მედალია. ჰიმნი კი, მეორედ აჟღერდა – 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ჩვენებურმა უნგრელი ჟომბორ ვეგი, მოლდოველი ვადიმ გიმბოვსჩი, რუსი ნიიაზ ბილალოვი და იტალიელი ჯენარო პირელი მიყოლებით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ოქროს მედლისთვის ილიამ იაპონელი დოტა არაი დაამარცხა. თუმცა, ბოლოს სანერვიულო გაგვიხდა: ორთაბრძოლა გოლდენ სქორში გადავიდა, სადაც ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქე კონტრ-ილეთზე დაიჭირა და იუკოზე დასცა; თავდაპირველად, მომგებიანი ქულა მეტოქეს შეუფასეს, მაგრამ საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერია და ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვიტა.

საქართველოს დელეგაციის აქტივში უკვე ოთხი მედალია: სულამანიძის გარდა, ოქრო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) აიღო; ვერცხლი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ირგუნა, ხოლო ბრინჯაო – გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ).

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ მეორე ადგილზე აინაცვლა და ახლა მხოლოდ იაპონიას (7 ოქრო; 2 ვერცხლი; 3 ბრინჯაო) ჩამორჩებიან; ესპანეთს, აზერბაიჯანსა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების დელეგაციებს თითო ოქროს მედალი აქვთ.

დარჩენილია ბოლო, მძიმე წონები და ქართველთან ტატამიზე გურამ თუშიშვილს, ირაკლი დემეტრაშვილსა და სოფიო სომხიშვილს ვიხილავთ.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ძიუდო