გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

იბერია – დილას შეხვედრა გადაიდო

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრა თბილისის იბერიასა და გორის დილას შორის გადაიდო. მატჩის გადადების მიზეზი იბერიას ევროტურნირებზე გამოსვლაა.

შეხვედრის გადადების შესახებ განცხადება გორის დილას ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

,,ძვირფასო გულშემატკივრებო გაცნობებთ რომ 8 აგვისტოს ეროვნული ლიგა-ს მე-20 ტურის ეგიდით გასამართი შეხვედრა თბილისის იბერია  1999- თან გადადებულია.

აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბების შეთანხმების შედეგად, ,,იბერია 1999-ის ” ევროტურნირებზე მონაწილეობითაა განპირობებული, ჩვენი კლუბისთვის კი პრიორიტეტულია ხელი შევუწყოთ ქართულ კლუბებს ევროტურნირებზე, როგორც საკუთარი, ასევე ქვეყნის პრესტიჟის დაცვასა და მაქსიმალურად მაღალშედეგიანად ასპარეზობაში.

მოგეხსენებათ ,,იბერია 1999″ ,,ჩემპიონის გზით” გადის ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპს, რაც მას შანსს აძლევს ევროპა ლიგის, ან ალტერნატიულ შემთხვევაში, კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე შევიდეს, აღნიშნული კი ისტორიული წარმატების მომტანი შედეგი იქნება, როგორც კლუბის ასევე ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის, რაშიც გვსურს ,,იბერიას” წარმატებები ვუსურვოთ.”

მატჩის ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი