გამოგვიწერეთ

საქართველოს თასი

საქართველოს თასზე სამტრედია-იბერიას მატჩი გადაიდო

გააზიარეთ

პირველ და ორ აგვისტოს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე მერვედფინალური მატჩები გაიმართება.
დავიწყოთ იმით, რომ ევროთასებზე შემორჩენილი ერთადერთი ქართული გუნდი იბერია 1999-სა და  სამტრედიას მატჩი გადაიდო და მისი გამართვის თარიღი ცნობილი მოგვიანებით გახდება.

საქართველოს თასის მერვედფინალში გორული და იმერული დერბები გაიმართება. პირველად ისტორიაში საქართველოს თასზე ერთმანეთს ორი გორული კლუბი საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი დილა და საფეხბურთო კლუბი გორი შეხვდება.

იმერულ დერბიში კი ერთმანეთის პირისპირ წყალტუბოს სამგურალი და ტყიბულის მეშახტე წარდგებიან. ამ გუნდების ბოლო 12 შეხვედრიდან სამგურალმა არცერთი მატჩი არ წააგო. ბოლოს ,,მეშახტეებმა” სამგურალთან გამარჯვება 2016 წელს მოიპოვეს.

საქართველოს თასის მერვედფინალი:
1 აგვისტო
სამტრედია VS იბერია 1999 (თბილისი) გადაიდო;

სამგურალი (წყალტუბო) VS მეშახტე (ტყიბული) (20:00);

რუსთავი VS სპაერი (თბილისი) (20:00);

ტორპედო (ქუთაისი) VS ოდიში 1919 (ზუგდიდი) (20:00);

2 აგვისტო

გარეჯი (საგარეჯო) VS გაგრა (16:30);

გურია (ლანჩხუთი) VS დუშეთი (16:30);

გორი VS დილა (გორი) (20:00);

დინამო (ბათუმი) VS თელავი (20:00);

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს თასი