გამოგვიწერეთ

Uncategorized

იბერია ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

გააზიარეთ

საქართველოს ჩემპიონი იბერია ჩემპიონთა ლიგას პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა. შვედურ კლუბთან, მალმიოსთან თბილისში 1:3 წაგების შემდეგ, ქართველებმა იგივე ანგარიშით დათმეს გასვლითი შეხვედრაც – საბოლოოდ კი ორი მატჩის ჯამში 2:6 დამარცხდნენ.

შვედეთში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვეს. 55-ე წუთზე ტაჰა ალიმ ანგარიში გახსნა, ხოლო ხუთ წუთში ფელიქს იანსონმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩის 62-ე წუთზე მძიმე დარტყმა აღმოჩნდა იბერიელთათვის – გუნდის კაპიტანი, გიზი მამაგეიშვილი მოედნიდან გააძევეს.

მატჩის ბოლომდე მალმიომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა – 89-ე წუთზე ტაჰა ალიმ დუბლი გაიფორმა. ქართველებმა მატჩის ბოლოს პრესტიჟის გოლი მაინც გაიტანეს: დამატებულ დროში ამირან ძაგანიამ შეძლო მეტოქის კარის აღება.

მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის დატოვებისა, იბერია კონფერენს ლიგაზე გადაერთვება, სადაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონეთის ჩემპიონ ლევადიას დაუპირისპირდება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად Uncategorized