გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ისტორიული ევრობასკეტის შესაფერისი დაფასება

გააზიარეთ

ევრობასკეტის დაწყებამდე ფიბამ გულშემატკივრებში ერთი ფრიად საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა თუ ვინ გახდებოდა ტურნირის მთავარი სიურპრიზი. საქართველოს ნაკრებს ამ მხრივ მესამე ადგილი ერგო, თუმცა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი ფინეთთან ერთად უკვე არის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის აღმოჩენა.

ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში საფრანგეთის ნაკრების ძლევით ქართველმა კალათბურთელებმა უკვე დაწერეს ისტორია და საუკეთესო რვა გუნდში მოხვდნენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიღწეული წარმატება ჩვენ ნაკრებს ფულადი პრემიით დაუფასდება და სამ მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო  შემდეგ მატჩში ფინეთთან გამარჯვების შემთხვევაში დამატებით იგივე თანხას. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ძალიან წარმატებული დღე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა კალათბურთელებსაც და ფეხბურთელებსაც გამარჯვება მივულოცო. ჩვენი საკალათბურთო ნაკრები პირველად ევროპის რვა საუკეთესო გუნდში მოხვდა და ეს უდავოდ ისტორიული წარმატებაა.

მსურს თითოეულ კალათბურთელს, მწვრთნელებს, ფედერაციას გადავუხადო მადლობა ამ შთამბეჭდავი გამარჯვებისთის. ასეთი შედეგი დიდი შრომის გარეშე არ მოდის. წინ მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება და მინდა წარმატებები ვუსურვო.

გადავწყვიტეთ ეს ისტორიული შედეგი შესაფერისად ავღნიშნოთ და საკალათბურთო ნაკრები უკვე მიღწეული წარმატებისთვის პრემიის სახით სამი მილიონი ლარით დავაჯილდოვოთ, ხოლო ევრობასკეტზე ყოველი მომდევნო მოგებული მატჩისთვის დამატებით იგივე თანხა გამოვუყოთ“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის 1/4 ფინალში 10 სექტემბერს ფინეთს დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი