
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტური თბილისსა და რუსთავში გაიხსნა. ერთში დამაჯერებელი უპირატესობა დაფიქსირდა, მეორე მატჩში ნამდვილი ტრილერი და წარმოუდგენელი ქამბექი გათამაშადა.
კავკასია-ქუთაისი 97:65
(20:23; 19:16; 31:12; 27:14)
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ქუთაისს უმასპინძლა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და უმეტესად ქუთაისელები ლიდერობდნენ. თუმცა მასპინძლებმა მეორე პერიოდის მიწურულს წონასწორობა აღადგინეს და დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ნახევარი რადიკალურად განსხვავებული გამოდგა — კავკასიელებმა მოედანზე სრული კონტროლი დაამყარეს, ნებისმიერი პოზიციიდან შედეგიანად უტევდნენ და საბოლოოდ 32-ქულიანი სხვაობით, 97:65 იმარჯვეს და სეზონში მეორე გამარჯვება გაიფორმეს.
გამარჯვებულთა შემადგენლობაში საუკეთესოები იყვნენ: ტომი ლუისი (17 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი); ლუკა მაზიშვილი (16 ქულა); ჯასტინ ფორსტი (15 ქულა); ქუთაისელთა რიგებში დაჩი ქავთარაძე (13 ქულა, 6 პასი), ლუკა ალავიძე (11 ქულა) და მაიკლ ფრეზიერი (10 ქულა) გამოირჩნენ.
რუსთავი-თელავი 97:94
(21:24; 24:14; 27:25; 16:25; 9:6)
რუსთავში, ადგილობრივმა გუნდმა თელავს უმასპინძლა და დამატებით დროში 97:94 იმარჯვა.
მატჩის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო, რადგან 5:20 წუთით ადრე რუსთაველები 18-ქულიანი (85:67) სხვაობით ლიდერობდნენ. მასპინძლებმა თამაში ნაადრევად მოგებულად ჩათვალეს და თელაველების შთამბეჭდავი შემობრუნების წინაშე აღმოჩნდნენ – ნიკოლოზ დარბაიძისა და გრეგორი მილტონის შედეგიანი ქმედებებით სტუმრებმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, ხოლო ძირითადი დროის მიწურულს, კრისტიან ჯონსის აცილებული საჯარიმოების შემდეგ, გიორგი კობახიძემ სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.
დამატებით დროში დაძაბულობამ პიკს მიაღწია, მაგრამ ბოლო წამებზე ჯეიდენ კინგმა ზუსტი სამქულიანით რუსთაველები სენსაციური მარცხისგან იხსნა და გამარჯვება მოუტანა.
გამარჯვებულთა შემადგენლობაში ელვინ მაილსი (27 ქულა, 8 პასი), შამარკუს კენედი (11 ქულა, 12 მოხსნა) და ჯეიდენ კინგი (18 ქულა, 7 მოხსნა, 9 პასი) გამოირჩნენ; თელავიდან გრეგორი მილტონმა (37 ქულა, 18 მოხსნა, 6 პასი), ლევან ფირცხელიანმა (10 ქულა, 18 მოხსნა) და დავით ჭუაძემ (13 ქულა) იყოჩაღეს.
10 ოქტომბერს ახალციხე ბათუმს უმასპინძლებს, ბლექ ფორტრესი კი, ივერიონს დუაიტ ჰოვარდით დაუხვდება; ტური 11 ოქტომბერს, მარგვეთისა და თსუ-ს დაპირისპირებით დასრულდება.
იხილე მეტი
-
ძიუდო
/ 25 წამი agoილია სულამანიძემ მსოფლიოს გადმოხედა
გააზიარეთბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციის ყულაბაში ოთხი მედალია. ჰიმნი კი, მეორედ აჟღერდა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 7 წუთი agoკავკასიამ მარტივად იმარჯვა, რუსთავმა – დრამაში
გააზიარეთსაქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტური თბილისსა და რუსთავში გაიხსნა. ერთში დამაჯერებელი უპირატესობა დაფიქსირდა, მეორე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ძიუდო
/ 1 დღის agoუმედლო დღე მსოფლიო ჩემპიონატზე
გააზიარეთბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე დღე საქართველოს დელეგაციისთვის წარუმატებელი გამოდგა და უმედლოდ დავრჩით....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი