
საქართველოს სუპერლიგის მეორე ტურში დუაიტ ჰოვარდის დებიუტი შედგა, ტურის ორი მატჩი კი, ერთნაირი ანგარიშით დასრულდა.
ბლექ ფორტრესი-ივერიონი 70:75
(22:21; 12:21; 20:16; 16:17)
საქართველოს სუპერლიგაში NBA-ს ლეგენდის, დუაიტ ჰოვარდის დებიუტი შედგა. მსოფლიოს საუკეთესო ლიგის მრავალგზის ოლსტაროსანმა, ჩემპიონმა და წლის საუკეთესო მცველის ტიტულის სამგზის მფლობელმა, რომელმაც ამერიკული კარიერის დასრულების შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხანმოკლე კონტრაქტებით მოგზაურობა დაიწყო და არჩევანი საქართველოზეც შეაჩერა. ლეგენდარული ამერიკელის ჩამოყვანა და ქართველი გულშემატკივრისთვის ამ უნიკალური შანსის მიცემა კომპანია „სპექტრას“ დამსახურებაა, რომელმაც ხელშეკრულება გააფორმა სუპერლიგის მონაწილე კლუბ რაშთან, რის შედეგადაც გუნდმა სახელი შეიცვალა და სუპერლიგაში ბლექ ფორტრესის სახელით ასპარეზობს.
„სუპერმენის“ სადებიუტო მატჩი „თბილისი არენაზე“ გორის ივერიონის წინააღმდეგ შედგა. პირველ ტურში ბლექ ფორტრესმა კსუ-სთან წააგო, ხოლო გორელებმა საკუთარ მოედანზე –მარგვეთთან. მეორე მატჩში გორის გუნდი გაცილებით ორგანიზებულად გამოიყურებოდა და, დუაიტ ჰოვარდის ფაქტორისა და მისი 17-წუთიანი შედეგიანი პერფორმანსის მიუხედავად, მნიშვნელოვან გამარჯვება მოიპოვა – 75:70.
ჰოვარდმა 12 ქულა, 7 მოხსნა, 3 დაფარება და 1 პასი მიითვალა; გამარჯვებულთა შემადგენლობაში მაიკა კლარკი (18 ქულა, 6 მოხსნა), მიქაელ უგრეხელიძე (12 ქულა), კრისტინ მური (10 ქულა, 8 პასი), ვლადიმერ თავაქარაიშვილი (10 ქულა) და მეზაია ოუქმენი (10 ქულა, 12 მოხსნა) გამოირჩნენ.
ახალციხე-ბათუმი 70:75
(22:21; 19:17; 18:22; 11:15)
სუპერლიგის ისტორიაში ახალი ფურცელი ახალციხემაც დაწერა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალ სპორტულ კომპლექსში, სუპერლიგის პირველი მატჩი გაიმართა.
რეგიონში კალათბურთის განვითარების მიზნით, ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ იაქტიურა, შეთანხმებას A ლიგიდან აღზევებულ ლიბერთისთან მიაღწია და გუნდი ახალციხეში გადაიყვანა.
მასპინძლებს უმძიმესი გამოცდა ერგოთ – მოქმედ ჩემპიონს, ბათუმს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 70:75 წააგეს.
პირველივე წუთებიდან უაღრესად დაძაბულ და დრამატულ ბრძოლა შედგა. პირველი ტაიმი ახალციხელთა მცირე უპირატესობით დასრულდა, მაგრამ მეოთხე მეოთხედის წინ ქულას უკვე ზღვისპირელები იგებდნენ.
გადამწყვეტი მეოთხედის ბოლო წუთები ნამდვილ ნერვების ომად იქცა. მატჩის დასრულებამდე დაახლოებით ორი წუთით ადრე ბათუმი წინ იყო – 70:64. თუმცა, ჯამირ ჰარისმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო და 1:13 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ ბათუმელთა ლეგიონერმა ლარი ჰაუელმა ორი საჯარიმო სროლით სტუმრები დააწინაურა. ახალციხელებმა საპასუხო შანსი ვერ გამოიყენეს, რის შემდეგ ქულები კიდევ მიიღეს და დამარცხდნენ.
გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესოები გიორგი ოჩხიკიძე (21 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი), ლარი ჰაუელი (18 ქულა, 8 მოხსნა), კარსონ ბაშამი (4 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი) და ლევან ბაბილოძე (11 ქულა) იყვნენ; მასპინძელთა მხრიდან ჯამირ ჰარისი (16 ქულა), ბექა ბექაური (14 ქულა, 11 მოხსნა), საბა ლობჯანიძე (11 ქულა) და კურვოსიე მაკკოლი (9 ქულა, 4 მოხსნა) გამოირჩნენ.
იხილე მეტი
-
საქართველოს ჩემპიონატი
/ 39 წამი agoეროვნული ლიგა: ორი ლიდერი და მესამეს შანსი
გააზიარეთკრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეოთხე წრე დაიწყო და სამი მატჩი გაიმართა. ჯამში ცამეტი გოლი გავიდა...
ავტორი admin_etablo -
კალათბურთი
/ 37 წუთი agoჰოვარდისა და ახალციხის დებიუტები სუპერლიგაში
გააზიარეთსაქართველოს სუპერლიგის მეორე ტურში დუაიტ ჰოვარდის დებიუტი შედგა, ტურის ორი მატჩი კი, ერთნაირი ანგარიშით...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 2 საათის agoუგოლო სერია შეწყდა – კვარამ ლე მანს გაუტანა
გააზიარეთხვიჩა კვარაცხელიას 12 აგვისტოს შემდეგ გოლი არ გაეტანა და ეს მშრალი სერია ლიგა 1-ის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი