გამოგვიწერეთ

კალათბურთი

კამარას და ბასკონიას გზები გაიყო

გააზიარეთ

გადაწყვეტილია ამბავია, რომ კამარა ბოლდვინი ესპანურ ბასკონიას დატოვებს. ვინც არ იცის ვეტყვით, რომ ბოლდვინი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელია და მისი ამბით სწორედ ამიტომაც ვინტერესდებით.

ჩვენი გუნდის ამერიკელი გამთამაშებელი თორნიკე შენგელიას ყოფილ გუნდს შარშან შეუერთდა, თუმცა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ბოლდვინი ბასკონიას კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლის ადრე ტოვებს. ინფორმაცია თავად ესპანურმა კლუბმა საკუთარ ვებგვერდზე დაადასტურა.

„კამარა ბოლდვინს ბასკონიასთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებდა, თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენი გზები გაიყო“ – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ესპანური თუ სხვა ქვეყნის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს ნაკრების 27 წლის კალათბურთელი კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი