გამოგვიწერეთ

კალათბურთი

კაპიტნის პირველი სიყვარული

გააზიარეთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დაარსების დღიდან  ღირსეული კაპიტნების ნაკლებობას არასოდეს უჩიოდა. მათი ჩამოთვლა ალბათ საჭირო არის, რადგან კალათბურთის ქომაგები თოთოეული მათგანის შესახებ კარგად უწყის.

თორნიკე შენგელია, ჩვენი ნაკრების ამჟამინდელი კაპიტანი, თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი და უდავოდ იმ დონის კალათბურთელია ნებისმიერი გუნდი რომ სიამოვნებით იხილავდა საკუთარი რიგებში. აკი სულ ცოტა ხნის წინ მოაწერა კიდეც ხელი ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდ ბარსელონასთან.

ეჭვგარეშეა, რომ მოახლოებულ ევრობასკეტზე გულშემატკივარს თუ ვინმესი ეიმედება უპირველესად სწორედ თორნიკე შენგელიასი. ერთ-ერთმა პოპულარულმა უცხოურმა საკალათბურთო პორტალმა ჩვენი გუნდის კაპიტანთან ინტერვიუ ჩაწერა და რამდენიმე ამონარიდი ვფიქრობთ მკითხველისთვის უინტერესო არ უნდა იყოს.

„ბავშვობიდანვე ჩემი უმთავრესი მიზანი ნაკრებში თამაში გახლდათ. როდესაც ტრიბუნიდან ვუყურებდი მუდამ წარმოვიდგენდი თუ როგორ ვიყავი პარკეტზე ეროვნული გუნდის მაისურით. ამიტომაც,  როდესაც პროფესიონალურ კარიერას ვიწყებდი ერთი რამ ცხადად ვიცოდი – თუ ნაკრებს დავჭირდები იქ უნდა ვიყო. ყველა გუნდში სადაც კი ვყოფილვარ კონტრაქტში ვაწერინებდი, რომ ნაკრებში თამაში ჩემთვის პრიორიტეტულია და არ უნდა შემაფერხონ.

ჩემი ქვეყანა უზომოდ მიყვარს და ნაკრებში თამაშის ნებისმიერ შესაძლებლობას ვიყენებ. შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ნაკრები ჩემი პირველი სიყვარულია. ჩემი პრინციპები, ღირებულებები, სიყვარული და რწმენა ყოველთვის კავშირში იყო საქართველოსთან“ – ამბობს თორნიკე შენგელია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი