გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კარგი ამბავი – ჩაკვეტაძე ბურთით ვარჯიშობს

გააზიარეთ

გუშინ ვწერდით, რომ საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ ესპანელებს ერთ-ერთი ლიდერი პედრი დააკლდებათ. სამაგიეროდ, ჩვენთვის სასიამოვნო ინფორმაციაც გავრცელა – გიორგი ჩაკვეტაძემ ბურთთან ერთად ვარჯიში განაახლა.

ინფორმაციას უოტფორდის პრეს-სამსახური ავრცელებს. როგორც ირკვევა, ჩაკვეტაძე სროლფასოვნად ვარჯიშობს და თამაში უახლოეს პერიოდში უნდა შეძლოს.

არადა, ჩაკვეტაძის დაბრუნების პროცესი ძალიან გაიწელა. ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაზიანების გამო ექვს კვირაში დაბრუნდებოდა, მაგრამ აგერ უკვე სამი თვე მიილია და…

უოტფორდი ინგლისის ჩემპიონშიპში 15 ქულით მე-14 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 1 ნოემბერს, შინ, მიდლსბროსთან ჩაატარებს. შესაძლოა, ჩაკვეტაძე განაცხადშიც გამჩნდეს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ნოემბერში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ელის: 15 ნოემბერს ესპანეთის ნაკრებს ვეთამაშებით, ხოლო 18-ში – ბულგარეთს. იმედია, მანამდე ჩაკვეტაძეს გარკვეული დრო მიეცემა, რათა ნაკრებში სათამაშო პრაქტიკით ჩამოვიდეს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები