
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩებიც პირველზე არანაკლებ საინტერესო გამოდგა. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩელსის ლონდონშიც გაუტანა.
პსჟ-ს პირველი თამაში 5:2 ჰქონდა მოგებული, რასაც კიდევ ორი გოლი სტემფორდ ბრიჯზე საწყის 15 წუთში წაამატა. აქედან პირველი ქართველის იყო – ხვიჩამ სარის შეცდომა არ აპატია და ანგარიში გახსნა. გოლი კი, მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გარდაცვლილ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ხსოვნას მიუძღვნა; შემდეგ იყო ბრედლი ბარკოლას მაგარი გოლი – აშრაფ ჰაკიმის პასის შემდეგ „ადგილიდან“ ცხრიანში დააჭედა.
მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ პსჟ-მ მეორე ტაიმში კიდევ ერთი შეაგდო. ეს შეცვლაზე შესულმა სენი მაიულუმ გააკეთა.
ხვიჩა მოედანზე 73-ე წუთამდე იყო, შემდეგ კი კორეელმა ლიმ შეცვალა.
პსჟ მეოთხედფინალში ლივერპულსა და გალათასარაის შორის უმჯობესს ელოდება.
სტუმრად 0:3 ჰქონდა წაგებული მანჩესტერ სიტის და რეალთან ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას ცდილობდა. თუმცა, „ქალაქელების“ საქმე მალევე დამძიმდა – ბერნარდუ სილვას წითელი ბარათი და პენალტი მათ კარში, რომელიც ვინისიუსმა გოლად აქცია. მართალია, ერლინგ ჰალანდმა პირველივე ტაიმში გაათანაბრა, მაგრამ რეალთან თანაფარდობაშია რთული სამი ბურთის „ამოქაჩვა“ და კაცნაკლულობაში თითქმის შეუძლებელი. თამაშის ბოლოს ვინისიუსმა დუბლი შეასრულა და რეალმაც 2:1 მოიგო. არადა, კიდევ ოთხი გოლი გავიდა – ორი სიტიმ გაიტანა, ორიც რეალმა, მაგრამ ყველა შემთხვევაში თამაშგარე დაფიქსირდა.
მადრიდელები მეოთხედფინალში ბაიერნს შეხვდებიან. გერმანელებს პირველი მატჩი ატალანტასთან 6:1 აქვს მოგებული და რთული წარმოსადგენია ეს უპირატესობა გაანიავოს.
ნორვეგიული ზღაპარი კი დასრულდა. ბუდიო გლიმტს შინ 3:0 ჰქონდა მოგებული, მაგრამ ლისაბონში ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. სპორტინგმა გონსალო ინასიოს, პედრო გონსალვეშისა და ლუის სუარესის გოლებით ძირითად დროში საერთო ანგარიში გაათანაბრა, დამატებით დროში კი, მაქსიმილიანო არაუხომ და რაფაელ ნელმა პორტუგალიელებს გამარჯვება მოუტანეს – 5:0.
სპორტინგმა ეს ქართველის გარეშე მოახერხა – გიორგი ქოჩორაშვილი განაცხადში არ ყოფილა.
პორტუგალიელთა მეტოქე მეოთხედფინალში არსენალი იქნება. სტუმრად ნათამაშევი 1:1-ის შემდეგ, ლონდონელებმა შინ ლევერკუზენს 2:0 აჯობეს. პირველ ტაიმში ებერეჩი ეზემ გაიტანა, მეორეში – დეკლან რაისმა.
იხილე მეტი
-
ძიუდო
/ 1 საათის agoილია სულამანიძემ მსოფლიოს გადმოხედა
გააზიარეთბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციის ყულაბაში ოთხი მედალია. ჰიმნი კი, მეორედ აჟღერდა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 2 საათის agoკავკასიამ მარტივად იმარჯვა, რუსთავმა – დრამაში
გააზიარეთსაქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტური თბილისსა და რუსთავში გაიხსნა. ერთში დამაჯერებელი უპირატესობა დაფიქსირდა, მეორე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ძიუდო
/ 1 დღის agoუმედლო დღე მსოფლიო ჩემპიონატზე
გააზიარეთბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე დღე საქართველოს დელეგაციისთვის წარუმატებელი გამოდგა და უმედლოდ დავრჩით....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი