გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კიტეიშვილი დააფასეს

გააზიარეთ

გრაცის შტურმის ლიდერი და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი კვლავ ავსტრიული ფეხბურთის მწვერვალზეა. ქართველი ფეხბურთელი ავსტრიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აირჩიეს.

ვენაში გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელიც უკვე 29-ედ ჩატარდა, გამარჯვებულებს ავსტრიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები და ეროვნული ნაკრების წევრები ირჩევენ. კიტეიშვილმა პრესტიჟული ჯილდო ზედიზედ მეორე სეზონში მოიგო, რაც უდიდეს მიღწევად ითვლება როგორც ინდივიდუალურად, ისე ქართული ფეხბურთისთვის.

ფეხბურთელი ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთად ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში იმყოფება და დაჯილდოებას ვერ დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირებში კიტეიშვილი შესანიშნავ ფორმაშია — მან გოლი ზედიზედ ორ შეხვედრაში გაიტანა: ჯერ ევროპალიგაზე რეინჯერსის კარში, ხოლო რამდენიმე დღეში ავსტრიის ჩემპიონატში ალტახთანაც გამოიჩინა თავი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები