გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ლანსმა პსჟ-ს სუპერთასისთვის ბრძოლაში აჯობა

გააზიარეთ

ლანსმა საფრანგეთის სუპერთასი მოიპოვა. დინო ტოპმიულერის გუნდმა პსჟ 1-0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა ჩვეულად ვერ ითამაშა და მხოლოდ 6.7 შეფასება მიიღო

შეხვედრის ერთადერთი გოლი ლანსმა 32-ე წუთზე გაიტანა. .მეტიუ უდოლის გადაცემის შემდეგ ხელსაყრელ პოზიციაში დარჩენილმა ფლორიან ტოვინმა საფონოვს შანსი არ დაუტოვა.

39-ე წუთზე ლანსი კაცნაკლული დარჩა. გუნდს მოედნიდან უხეშობისთვის კილიან ანტონიო გაუძევეს.

პსჟ-მ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა და გოლის გატანა ვერ მოახერხა.

70-ე წუთზე .ხვიჩა კვარაცხელია შეცვალეს.
87-ე წუთზე მოედნიდან პარიზელი ფეხბურთელიც გააძევეს. ეს შეცვლაზე შესული პორტუგალიელუ ნუნუ მენდეში გახლდათ.

ლანსმა საფრანგეთის სუპერთასი ისტორიაში პირველად აღმართა.

სუპერთასი
ლანსი, ,,ბოლერ-დელელი”
ლანსი 1:0 პსჟ
1-0 ტოვინი (32)

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები