გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

მარკო როსი: საქართველო ძლიერი გუნდია

გააზიარეთ

UEFA-ს ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში, უნგრეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ პრესკონფერენცია ისაუბრა.

მარკო როსი:

„ბურთი უნდა დავიჭიროთ და სწრაფად ვითამაშოთ. მეტი ხარისხი დაგვჭირდება მოედნის ბოლო მესამედში. განვლილი ორ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით. ჩრდილოეთ ირლანდიას საგოლე მომენტები არ შევაქმნევინეთ, უკრაინასთან კი ერთი ისეთი შეცდომა დავუშვით, რომელიც ძვირად დაგვიჯდა. თუმცა, დაცვა კარგად გამოიყურებოდა. საქართველო ძლიერი გუნდია, რომლის შემადგენლობაშიც არაერთი ისეთი ფეხბურთელია, ვინც წამყვან ლიგებში თამაშობს…

კვარაცხელია გამორჩეულია და შეტევაში თამაში ყველა პოზიციაზე შეუძლია. იგივეს ვიტყოდი მიქაუტაძეზე, რომელიც კიდევ ერთი სახიფათო ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, კვარაცხელიას დონის არ არის, მაგრამ ძალიან კარგი ფეხბურთელია. ასე რომ, საკმაოდ კარგ გუნდს ვეთამაშებით, რაც მათ სატრანსფერო ღირებულებაშიც აისახება. თუმცა, მჯერა ჩემი ფეხბურთელების…

ადრეც ყოფილა, რომ ტრავმებს საქმე გაურთულებია. მაგალითად, 2020 წელს თურქეთში გამგზავრებისას წინასწარი შემადგენლობიდან რვა ფეხბურთელის შეცვლა მომიწია. ასე რომ, ეს სიახლე არ არის. ამ მხრივ კარგი ამბავიც მაქვს: იოჟეფ სალაი და რაიმუნდ ტოტი უკვე ჩვენს განკარგულებაში არიან“.

უნგრეთი-საქართველოს მატჩი 2 ოქტომბერს, 22:45 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები