გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ვის მიიჩნევს ლუის ენრიკე ოქროს ბურთის გამარჯვებულად

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის აწ უკვე დასრულებული სეზონის ტრიუმფატორი პსჟ გახდა, პარიზულმა გუნდმა ფინალში მილანის ინტერი 5-0 დაამარცხა.

წლევანდელი ოქროს ბურთის სია საკმაოდ კონკურენტუნარიანია, ხოლო ბევრის აზრით მის გამარჯვებულზე დიდი გავლენა ლიგის მოგებას ექნებოდა. ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში ამ ჯილდოს მოგების ფავორიტი უსმან დემბელე გახდებოდა.

როგორც ჩანს, იმავე აზრზეა ლუის ენრიკეც, რომელმაც განაცხადა, რომ ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოს სწორედ ფრანგი იმსახურებს:

“პირადად მე, ოქროს ბურთს უსმან დემბელეს მივცემდი. მან დღესაც ბრწყინვალედ ითამაშა, გუნდს დაცვაში ეხმარებოდა და ძალიან ბევრი იშრომა. 

გუნდს ასე უნდა ულიდერო – გოლებით, საგოლე პასებით, პრესინგით, დაცვით, ტიტულებით. ჩემთვის დემბელეს საუკეთესოობა ეჭვგარეშეა”, – განაცხადა ესპანელმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები