გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ლუის ენრიკე – ეს გამოწვევაა, რომ ისტორია ისევ დავწეროთ

გააზიარეთ

პრემიერლიგის და ლიგა 1-ის დაწყებამდე, ევროპა ლიგის გამარჯვებული ტოტენჰემი, ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ პსჟ-ს უდინეში უეფას სუპართასს შეეცილება.

შეიძლება ითქვას, რომ მათთვის სეზონი ამ მნიშვნელოვანი მატჩით იწყება და რა თქმა უნდა მორიგი ტიტულის მოსაგებად ორივე გუნდი მაქსიმუმს გაიღებს.

მანამდე კი ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც პარიზული გრანდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე იმედიან განწყობაზეა.

„მოხარული ვარ, რომ ახალ სეზონს ამ ტიტულისთვის მატჩით ვიწყებთ. ბუნებრივია ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისტორია ისევ დავწეროთ. პსჟ-ს მუზეუმს უეფას სუპერთასი ნამდვილად დაამშვენებდა.

ბედნიერი ვარ რომ გუნდში ასეთი ფეხბურთელები მყავს. ეს სპორტი ჩვენთვის ბიზნესი არაა, ბურთის თამაშით სიამოვნებას ვიღებთ, ჩვენ ფეხბურთით ვცხოვრობთ. წინა სეზონიდან გამომდინარე თამასა ისეთ დონეზე ავწიეთ, რომ გულშემატკივრები მხოლოდ ახალ ტიტულებს ითხოვენ. ეს წნეხია, მაგრამ ვფიქრობ გავუძლებთ.

დონარუმა ერთ-ერთი საუეკთესო მეკარეა. თავის პოზიციაზე ის გამორჩეულია, მაგრამ ტოტენჰემთან მატჩისთვის განაცხადში არ შევიყვანე. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და პასუხისმგებელიც მე ვარ“ – აღნიშნა პსჟ-ს ესპანელმა თავკაცმა.

შეგახსენებთ, პსჟ-ს და ტოტენჰემის დაპირისპირება ქალაქ უდინეში „ფრიულის“ სახელობის სტადიონზე 13 აგვისტოს 23:00 საათზე დაიწყება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი