გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი ლიგის მოგების შემდეგ

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლების სეზონის გამარჯვებულები არიან!

პარიზულმა გუნდმა ფინალურ მატჩში მილანის ინტერის წინააღმდეგ მეტოქე უბრალოდ გაანადგურა, დეზირე დუეს დუბლის, ხვიჩა კვარაცხელიას, აშრაფ ჰაკიმისა და სენი მაილუს გულებით იტალიური გუნდი 5-0 დამარცხდა.

ფინალის შემდგომ მედიასთან პირველი კომენტარი ქართველმა გარემარბმაც გააკეთა:

“ამ გრძნობების აღწერაც კი მიჭირს, საოცარი შეგრძნებაა და არ მჯერა, რომ აქ ვარ, თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ შეუძლებელი არაფერია. ჩემპიონთა ლიგა მოვიგე და ამით უბედნიერესი ვარ, ეს კი ამ საოცარ გუნდთან, ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან მოვახერხე.

ჩემი აზრით პსჟ ჩემპიონობას აქამდეც იმსახურებდა, თუმცა ეს ფეხბურთია და ხანდახან რთული მომენტებიც უნდა გაიარო. აქამდე დიდი გზა გამოვიარეთ, ხოლო ინტერის 5-0 დამარცხება მარტივი სულაც არაა.

ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ოჯახივით ვართ, ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ, ხოლო ლუის ენრიკე დიდებულია, ის ყველაფერს ბრწყინვალედ ხსნის”, – განაცხადა კვარამ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ევროტურნირები