გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ლურსმანი ან ვიტესი

გააზიარეთ

გურამ კაშია კარიერას ასრულებს, უფრო სწორად ამის დიდი შანსია. ერთადერთი ვარიანტი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბუცები ლურსმანზე არ დაკიდოს მხოლოდ არნემის ვიტესია. როგორც ბრატისლავას სლოვანის 38 წლის ქართველმა მცველმა სლოვაკურ მედიასთან საუბარში აღნიშნა მიმდინარე სეზონი მისთვის სავარაუდოდ ბოლო იქნება და საფეხბურთო კარიერასაც დაასრულებს.

„ასაკი მემატება, მაგრამ სიმართლე გითხრათ მოედანზე თავს კარგად ვგრძნობ. ვიცი, რომ კარიერის დასრულებასთან უკვე ახლოს ვარ, თუმცა ვფიქრობ ავზში ცოტაოდენი საწვავი ჯერ კიდევ შემომრჩა.

სლოვანთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი ოთხჯერ გავხდი და იმედია მეხუთესაც მოვიგებთ, შემდეგ კი ბუცებს ლურსმანზე დავკიდებ. ერთადერთი ფაქტორი რამაც შეიძლება ეს გადაწყვეტილება შემაცვლევინოს ვიტესია. მათ თუ დავჭირდები კიდევ ერთ წელს ვითამაშებ. არნემში როგორც ფეხბურთელად დაბრუნებაზე ყოველთვის ვფიქრობდი და ვოცნებობდი, ხოლო თუ ასე არ მოხდება მაშინ იმისთვისაც მზად ვარ ვიტესის სტადიონზე ბალახის მომვლელად ვიმუშაო– ამბობს გურამ კაშია.

შეგახსენებთ, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი ნიდერლანდურ კლუბში რვა წლის მანძილზე თამაშობდა. 2010-2018 წლებში მან ვიტესის მაისური 250 მატჩში მოირგო და ერთი ხანობა გუნდის კაპიტანიც გახლდათ. უფრო მეტიც – კაშიას კაპიტნობით ვიტესმა ნიდერლანდების თასიც მოიგო.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, გურამ კაშიამ ჯვაროსნების რიგებში 126 მატჩი ითამაშა და სამი გოლი გაიტანა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ფეხბურთი