გამოგვიწერეთ

ნაკრები

მამარდაშვილი: “კაშიას გზას ის გააგრძელებს”

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარეთის ნაკრებთან პირველი სამი ქულა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია სათადარიგო სკამზე იჯდა, მისი როლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ მოირგო. მატჩის შემდეგ, ნაკრების კიდევ ერთმა ლიდერმა, გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა, რომ ხვიჩამ კაპიტნის სამკლავური ღირსეულად ატარა:

“თავიდან ცუდად დავიწყეთ, მათ მომენტიც შეგვიქმნეს, თუმცა მიხარია, რომ მოგერიება შევძელი და გუნდს დავეხმარე.

გურამ კაშიას გარეშე პირველად ვითამაშე, დაცვაში გამოცდილი ლიდერის გარეშე მარტივი არაა, მაგრამ ბიჭებმა საქმეს კარგად გაართვეს თავი. დღეს ახალგაზრდა კაპიტანი გვყავდა, ვფიქრობ, როცა კაშია წავა, ხვიჩა მის გზას ღირსეულად გააგრძელებს. ხვიჩა როგორც გუნდისთვის, ასევე ქვეყნისთვის, დიდი და მნიშვნელოვანი ფიგურაა”, – განაცხადა გიორგიმ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ნაკრები